ჩემპიონთა ლიგაზე "მანჩესტერის" დამარცხების (1:0) შემდეგ "ბარსელონას" მცველმა ჟერარდ პიკემ თავის ყოფილ გუნდს დითირამბები უძღვნა.
"ამ დიად სტადიონზე ძალიან ძნელია თამაში. მაგარი გულშემატკივრები ჰყავთ, აქ ძნელია მოგება.
პირველ ტაიმში ცოტა საკუთარ კარს მივეჯაჭვეთ, მაგრამ დაცვაში კარგად ვმოქმედებდით. მოპოვებული უპირატესობით კი ვისარგებლეთ. გოლმა დაგვამშვიდა? ვიცოდით, როგორ უნდა მოვქცეულიყავით.
ფავორიტები ვართ? იმის მერე, რაც პსჟ-ს დაემართა, არ შეიძლება რაიმეზე გადაჭრით საუბარი. ნახეთ ერთი, სადაა ახლა პარიზული გუნდი. "მანჩესტერი" შესანიშნავია და ყველაფრის შემოტრიალება შეუძლია. თუმცა ჩვენი გულშემატკივრები, რა თქმა უნდა, დაგვეხმარებიან.
ჩემთვის აქ
დაბრუნება განსაკუთრებული იყო. ახლა მცველისთვის საუკეთესო ასაკში ვარ. ასაკი და გამოცდილება თამაშში ხელს მიწყობს".