კრის სმოლინგმა ლეო მესი კინაღამ დაასახიჩრა - მას სავარაუდოდ ცხვირის ტიხარი აქვს გაბზარული და თვალი დაზიანებული

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში "მანჩესტერის" მცველმა კრის სმოლინგმა იდაყვი ჩაარტყა სახეში "ბარსელონას" თავდამსხმელ ლეო მესის, რომელსაც სისხლი წამოუვიდა და თამაში რამდენიმე წუთით შეწყდა.

არგენტინელს ძალიან გაუსივდა ცხვირი და სუნთქვის პრობლემა შეექმნა, რის გამოც პირით სუნთქავდა. AS-ის ცნობით, ვარაუდობენ, რომ მას ცხვირის ტიხარი მსუბუქად აქვს გაბზარული. ამას გარდა, ლეოს ჰემატომა აქვს, თვალის გუგა დაუზიანდა და ეს მოედანზე სივრცის სრულად დანახვაში ხელს უშლიდა.

თუ დიაგნოზი დადასტურდა, მესის რამდენიმე დღე მოუწევს უქმობა და "უესკასთან" ვერ ითამაშებს, "მანჩესტერთან" საპასუხო შეხვედრისთვის კი მწყობრში იქნება.

"ბარსელონასა" და "მანჩესტერის" განმეორებითი მატჩი 16 აპრილს, "ნოუ კამპზე" ჩატარდება.

მკითხველის კომენტარები / 7 /
ალბათ ეს მსაჯი "მსაჯად დაიბადა" და ფეხბურთი არასდროს უთამაშია. ასეთი განზრახ უხეშობისთვის პირდაპირ წითელი ბარათია მისაცემი. სილქის კომენტატორებს ვუსურვებ ოდესმე აღმოჩდნენ ასეთ სიტუაციაში და ვინმემ იღადაოს მათზე, როგორც ეგენი ღადაობდნენ მესიზე.
მოქალაქე
11 აპრილი 2019 20:18
3
ესაა საბრალოთა ტაქტიკა.
eeffffw
11 აპრილი 2019 16:11
1
წარმოდგენა არ გაქვს, რას ბჟოტიალობ, ჩვეულებრივი სათამაშო მომენტი იყოო იძახი, როდესაც კრის სმოლინგმა ნახევარი ,,მხარე ჩამოათალა,, ისე დაეჯახა, გეტყობა ,,საკმაოდ,, ერკვევი ფეხბურთში.
სოსოსსსს...
11 აპრილი 2019 14:49
4
ხალხო,ამდენ მოწონებას რომ უსვამთ ამ პოსტის ავტორს,რა მოგწონთ?მისი მიმართვის უზრდელური ფორმა თუ ის,სხვის ნათქვამს,მე რომ მაბრალებს?აქვე არ არის?შეამოწმეთ მაინც,რა!
სოსო
12 აპრილი 2019 09:13
0
ძმის წულო,ჯერ მიმართვის ფორმას დაუკვირდი,შემდეგ იმას,ვინ რას ამბობს და შემდეგ გაერკვიე ფეხბურთში.
სოსო
11 აპრილი 2019 20:27
1
გამოუშვით მესი,დავუნაყავ ცხვირპირს.თურმე ამას გულისხმობდა სმოლინგი.
სოსო
11 აპრილი 2019 14:24
2
უკვე ძალით დაეჯახაოო იწერება :დდდ სასაცილოა ჩვეულებრივი სათამაშო მომენტი იყო...
აბგდ
11 აპრილი 2019 10:44
32

სიახლეები პოპულარული