ტურინის "იუვენტუსის" ფორვარდ კრიშტიანო რონალდოს ამსტერდამის "აიაქსთან" ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში გოლის გატანის შემდეგ სითხით სავსე ჭიქა ესროლეს.
პორტუგალიელი არ დაშავებულა, თუმცა ფაქტი მაინც უსიამოვნოა.
შეგახსენებთ, რომ რონალდომ ტრავმის შემდეგ პირველად ითამაშა და გოლიც გაიტანა.