ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში "აიაქსთან" წაგება (1:2) "იუვენტუსის" მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ შემდეგნაირად ახსნა:
"პირველ ტაიმში ურიგოდ არ გვიასპარეზია, თუმცა ბურთის ართმევის შემდეგ უაზროდ ვმოქმედებდით.
ფეხბურთი დაუნდობელია და როდესაც შემთხვევით გოლს უშვებ, შიში გეუფლება. "აიაქსმა" შემდეგ ეტაპზე გასვლა სრულიად დაიმსახურა.
დარწმუნებული ვიყავი, რომ მეორე ტაიმს სხვანაირად ჩავატარებდით, მაგრამ მეტოქემ მეორე ტაიმში შესანიშნავად ითამაშა.
დარწმუნებული ვიყავი, რომ მეორე ტაიმს სხვანაირად ჩავატარებდით, მაგრამ მეტოქემ მეორე ტაიმში შესანიშნავად ითამაშა.
ჩვენი პრობლემა ისაა, რომ გავიხსენით. ჩვენი ფეხბურთის სათამაშოდ მოთმინება არ გვეყო. არადა, სათადარიგოთა სკამიდან თამაშის გაძლიერების რესურსი გვქონდა.
პრეზიდენტს ვუთხარი, რომ გუნდში ვრჩები. მოგვიანებით დავსხდებით და "იუვენტუსის" მომავალზე ვისაუბრებთ".