ტურინში გამარჯვების შემდეგ ფრენკი დე იონგმა განაცხადა, რომ "სანტიაგო ბერნაბეუზე" გამართული შეხვედრა "აიაქსისთვის" უფრო რთული იყო, ვიდრე "იუვენტუსთან" გასვლაზე მოგებული მატჩი.
"აიაქსმა" მადრიდის "რეალი" გასვლაზე 4:1 დაამარცხა, ხოლო "იუვენტუსი" - 2:1.
ამსტერდამში ფრედ დამთავრებული შეხვედრის შემდეგ კრიშტიანო რონალდოს პირველ გოლს "აიაქსის" მხრიდან დონი ვან დე ბეეკმა და კაპიტანმა მატიას დე ლიხტმა უპასუხეს, რაც საკმარისი აღმოჩნდა იტალიელების დასამარცხებლად და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გასასვლელად.
მომზადებულია goal.com-ის მიხედვით