რონალდოს დედა: ჩემმა შვილმა მითხრა, რომ სასწაულმოქმედი არაა

AutoSharing Option
"იუვენტუსის" თავდამსხმელის, რონალდოს დედამ, დოლორეს ავეირუმ გაამხილა, თუ რა უთხრა მისმა შვილმა ჩემპიონთა ლიგაზე "აიაქსთან" წაგების შემდეგ.

"რონალდო დამწუხრებული იყო, ფინალში გასვლა უნდოდა. ახლა ეს მომავალ სეზონში მისი მიზანი იქნება. რა მითხრა? "დედა, მე სასწაულმოქმედი არა ვარ. სერია A-ში საქმეები კარგად მიგვდის. ჩემპიონთა ლიგაზე არ გაგვიმართლა, მაგრამ ვერაფერს ვიზამთ, ცხოვრება გრძელდება", - ციტირებს დოლორესს CalcioNews24-ი.

მიმდინარე სეზონში რონალდომ 38 მატჩში 26 გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული