ტობი ალდერვეირელდი: "აიაქსო", შენი ბიჭები გიბრუნდებიან

AutoSharing Option
"ტოტენჰემი" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში "აიაქსს" შეხვდება და მომავალი მატჩების წინ "დეზების" მცველმა ტობი ალდერვეირელდმა თავის ყოფილ გუნდს მიმართა.

"ჩვენ ისტორიას ვწერთ. "აიაქსო", შენი ბიჭები გიბრუნდებიან: იან ვერტონგენი, კრისტიან ერიკსენი, დავინსონ სანჩესი", - დაწერა ალდერვეირელდმა "ტვიტერზე".

ალდერვეირელდი ამსტერდამულ გუნდში 2008-13 წლებში თამაშობდა, ვერტონგენი - 2006-12 წლებში, ერიკსენი - 2010-13 წლებში, ხოლო სანჩესი - 2016-17 წლებში.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული