ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის საპასუხო მატჩში "ბარსელონასა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" შორის (3:0) სახალისო ფაქტი მოხდა.
მატჩის მეორე ტაიმში ინგლისელთა მთავარმა მწვრთნელმა ოლე გუნარ სოლსკიაერმა ტაქტიკის შეცვლა გადაწყიტა და მარკუს რეშფორდს ფურცელი მისცა, სადაც ახალი განლაგების შესახებ ეწერა.
მატჩის მეორე ტაიმში ინგლისელთა მთავარმა მწვრთნელმა ოლე გუნარ სოლსკიაერმა ტაქტიკის შეცვლა გადაწყიტა და მარკუს რეშფორდს ფურცელი მისცა, სადაც ახალი განლაგების შესახებ ეწერა.
ინგლისელ თავდამსხმელს ჟერარდ პიკესთან ორთაბრძოლისას ფურცელი დაუვარდა, რომელიც მარკ ანდრე ტერ შტეგენმა იპოვა და წაიკითხა.
სატელევიზიო კამერებმა ფაქტი დააფიქსირეს, გერმანელმა მეკარემ კი ფურცელი იმავე ადგილას დააბრუნა, სადაც იპოვა.