ტერ შტეგენმა სოლსკიაერის მიერ რეშფორდისთვის გადაცემული წერილი წაიკითხა

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის საპასუხო მატჩში "ბარსელონასა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" შორის (3:0) სახალისო ფაქტი მოხდა.

მატჩის მეორე ტაიმში ინგლისელთა მთავარმა მწვრთნელმა ოლე გუნარ სოლსკიაერმა ტაქტიკის შეცვლა გადაწყიტა და მარკუს რეშფორდს ფურცელი მისცა, სადაც ახალი განლაგების შესახებ ეწერა.

ინგლისელ თავდამსხმელს ჟერარდ პიკესთან ორთაბრძოლისას ფურცელი დაუვარდა, რომელიც მარკ ანდრე ტერ შტეგენმა იპოვა და წაიკითხა.

სატელევიზიო კამერებმა ფაქტი დააფიქსირეს, გერმანელმა მეკარემ კი ფურცელი იმავე ადგილას დააბრუნა, სადაც იპოვა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თურმე რატომ წააგო მანჩესტერმა ტერ შტეგენს სოლსკიაერის გეგმა გაუშიფრია
0
მარკ ანდრემ ეტყობა არ იცის, რომ სხვისი წერილების წაკითხვა არ შეიძლება....
კახა ქირია
16:13 19-04-2019
2

სიახლეები პოპულარული