"აიაქსის" მწვრთნელი "ტოტენჰემთან" მატჩებზე: უფრო სუსტსაც შეუძლია გაიმარჯვოს

AutoSharing Option
"აიაქსის" მწვრთნელმა ერიკ ტენ ჰაგმა "ტოტენჰემთან" ჩემპიონთა ლიგაზე მომავალ დაპირისპირებაზე ისაუბრა.

"ვფიქრობ, ასეთ ფინანსურ ვითარებაში, ჩვენი გუნდი "ტოტენჰემთან" უფრო სუსტად მიიჩნევა, მაგრამ უფრო სუსტსაც შეუძლია გაიმარჯვოს.

ნამდვილი ბრძოლა გველის. "მანჩესტერ სიტი" გამოაგდეს, სიამოვნებით ვუყურე "ტოტენჰემის" თამაშს.

რეალობას მატჩის წინ მივუახლოვდებით. უახლოეს შეხვედრებზე უნდა მოვახდინოთ კონცენტრირება.

"იუვენტუსთან" ყველაზე მაღალი დონის გამოცდა შესანიშნავად ჩავაბარეთ. გარკვეული ეიფორია დაგვეუფლა. ასეთ სტადიონებზე გამარჯვება არაჩვეულებრივია.

"რეალთან" და "იუვენტუსთან" მატჩების წინ ვამბობდით, რომ ისინი ფავორიტები იყვნენ, თუმცა იმასაც აღვნიშნავდით, შანსი რომ გვქონდა", - ციტირებს ტენ ჰაგს Voetbal
International-ი.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული