ლიონელ მესი: "ბარსელონას" ჩინებული პერიოდი უდგას - დემბელეს მეოთხე გოლი უნდა გაეტანა

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ მატჩში "ლივერპულის" დამარცხების (3:0) შემდეგ კომენტარი დუბლის ავტორმა ლეო მესიმ გააკეთა.

"შესანიშნავად ვითამაშეთ და გახარებულები ვართ. "ბარსელონას" ჩინებული პერიოდი უდგას. ამ დროს არნახულად უფრო შეკრულნი უნდა ვიყოთ. ჩვენ ერთად ბევრს მივაღწევთ და ახლა ვინმეს კრიტიკის დრო არაა (კოუტინიოს მიმართ სტვენა იგულისხმა - რედ.).

სწრაფ და ათლეტურ "ლივერპულს" გავუძელით. უბურთოდ თამაშს მიჩვეულნი არა ვართ და ბევრი ძალა დაგვეხარჯა. ჩვენი სამუშაო კარგად შევასრულეთ.

დემბელეს კარგი მომენტი ჰქონდა, უნდა გაეტანა. ოთხი გოლი სამზე უკეთესი იქნებოდა. თუმცა, შედეგი კარგია. მთავარია,
გოლი არ გავუშვით", - ციტირებს მესის "მარკა".

მკითხველის კომენტარები / 6 /
- Наша дело правое, мы победим!
Messi
01:31 02-05-2019
9
მესი ფეხბურთის ბეთჰოვენი და აინშტაინია!
ბარსას 1974 წლიდან/კრუიფის პერიოდიდან/ ვგულშემატკივრობ; მეორე კლუბი კი ჩემთვის "ლივერპულია" და ამიტომ გამიჭირდა გუშინ. არაუშავს, ბარსამ ჩ/ლიგა მოიგოს, ლივერპულმა კი თავისი ქვეყნის ჩემპიონობა
მერაბ გ.
12:23 02-05-2019
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული