იურგენ კლოპი: ფეხბურთი გოლია, "ბარსელონამ" სამი გაიტანა, ჩვენ - არც ერთი

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ მატჩში "ბარსელონასთან" წაგება 0:3 "ლივერპულის" მენეჯერმა იურგენ კლოპმა შემდეგნაირად ახსნა.

"ასეთია ფეხბურთი, ის გოლების გატანაში მდგომარეობს. "ბარსამ" სამი გაიტანა, ჩვენ კი - არც ერთი. ბიჭები კარგად უტევდნენ, ბოლომდე დაიხარჯნენ, თუმცა "ბარსელონას" გამარჯვებისთვის რამდენიმე შეტევა ჰყოფნის.

ჩემი გუნდის თამაშით კმაყოფილი ვარ, შედეგით - არა. მძიმე მარცხი განვიცადეთ. არც ვიცი, შეგვიძლია თუ არა ამაზე გაცილებით უკეთ ასპარეზობა.

ჩვენ დიდი გული გვაქვს. ისევ შევუტევთ, ასეთია გეგმა. რა თქმა უნდა, კარგ ხასიათზე არ ვართ. გაკვეთილი მივიღეთ და დასკვნების გამოტანა გვმართებს.
სამ დღეში "ნიუკასლს" ვხვდებით და მომზადებაა საჭირო", - ციტირებს კლოპს BT Sport-ი.

მკითხველის კომენტარები / 3 /
მეტი ვერაფერი მოიფიქრა)) დალშე კიდე, ერთ ბურთს დასდევს 22 კაცი და ასე შემდეგ ...
კოტე )))
13:06 02-05-2019
5
ჯოტია დაიმატეთ ბებიამისმა ასწავლა თურმე კაი ხრიკები
Rive
10:39 02-05-2019
9
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული