რიო ფერდინანდი: მესი როდესაც მოინდომებს, ნებისმიერი მატჩის ბედის გადაწყვეტა შეუძლია

AutoSharing Option
"მანჩესტერის" ყოფილი მცველი რიო ფერდინანდი ჩემპიონთა ლიგაზე "ბარსელონასა" და "ლივერპულის" თამაშს დაესწრო და ნამატჩევს თავდამსხმელ ლეო მესის დითირამბები უძღვნა.

"მესი ფენომენია. მას ყველაფერი აქვს. ერთ-ერთი საუკეთესოა, თუ საუკეთესო არა. მიხარია, რომ აქ ვიყავი და თავს ბედნიერად ვგრძნობ.

ეს ისაა, რაც შემიძლია ჩემს შვილებს მოვუყვე. მესი როდესაც მოინდომებს, ნებისმიერი მატჩის ბედის გადაწყვეტა შეუძლია", - ციტირებს ფერდინანდს BT Sport-ი.

მკითხველის კომენტარები / 3 /
რა თქმა უნდა ფერდინანდიც და ლინეკერიც ინგლისურ გუნდს გულშემატკივრობდნენ, ლივერპულმა მართლა მაგრად ითამაშა, მაგრამ მესიმ ისე ითამაშა რომ რო არ აღენიშნათ არ იქნებოდა, თვით კლოპმაც ვერ დამალა აღტაცება ჯარიმის შემდეგ.
დდ
11:54 04-05-2019
0
ძალიან მაგრად ითამაშა ლივერპულმა და რომ მოეგო,ალალი იქნებოდა,მაგრამ მესი, მათ მოწინააღმდეგე გუნდში თამაშობს.ერთი ვერ გამიგია ინგლისელების:-როგორ შეიძლება ინგლისური კლუბის დამარცხება გაგიხარდეს და იზეიმო, ინგლისელმა .
სოსო
10:23 02-05-2019
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული