"მანჩესტერის" ყოფილი მცველი რიო ფერდინანდი ჩემპიონთა ლიგაზე "ბარსელონასა" და "ლივერპულის" თამაშს დაესწრო და ნამატჩევს თავდამსხმელ ლეო მესის დითირამბები უძღვნა.
"მესი ფენომენია. მას ყველაფერი აქვს. ერთ-ერთი საუკეთესოა, თუ საუკეთესო არა. მიხარია, რომ აქ ვიყავი და თავს ბედნიერად ვგრძნობ.
ეს ისაა, რაც შემიძლია ჩემს შვილებს მოვუყვე. მესი როდესაც მოინდომებს, ნებისმიერი მატჩის ბედის გადაწყვეტა შეუძლია", - ციტირებს ფერდინანდს BT Sport-ი.