ლიონელ მესის სიმულაცია, რომელიც ნეიმარსაც კი შეშურდებოდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პირველი მაისის ღამით "ბარსელონამ" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ შეხვედრაში "ლივერპულს" 3:0 მოუგო.

"ბარსელონას" ლიდერმა ლიონელ მესიმ ორი გოლი გაიტანა და საკუთარ კლუბს საპასუხო მატჩის წინ სოლიდური უპირატესობის მიღებაში დაეხმარა.

განსაკუთრებით ლამაზი არგენტინელის მეორე გოლი გამოდგა - მესიმ დაახლოებით 25 მეტრიდან ულამაზესი საჯარიმო დარტყმით ანგარიში 3:0 გახადა.

თუმცა მესი მხოლოდ გოლებით არ ყოფილა გამორჩეული. როგორც ჩანს, ნეიმართან ერთ გუნდში ყოფნამ მესიზეც მოახდინა გავლენა და მილნერის დაჯახებაზე იმდენჯერ გადატრიალდა, რომ თავად ნეიმარსაც შეშურდებოდა.

ამას დამატებული, არგენტინელმა ვარსკვლავმა მთავარ მსაჯს ჯეიმს მილნერის გაფრთხილებაც მოსთხოვა,
თუმცა ჰოლანდიელი ბიორნ კუიპერსი სიტუაციაში მარტივად გაერკვა და "ბარსელონას" მხოლოდ აუტი მოაწოდებინა.

მკითხველის კომენტარები / 16 /
აი მესმის პროპესიონალიზმი კრეატიულობა ტავისი საქმის მაგალი დონე და რაც მტავარია ეს არის ნაპიქრი სტატია, პიქრობს კაცი მკიტხველზე. უმაგრესი სტატიაა ბატონო ავტორო დიდი მადლობა.d.d.
3
კარგი რა კაცო, არ გრცხვენია მაინც? მაგ მომენტის ასეთი სუპერსუბიექტური შეფასება ჟურნალისტისაგან კი არა(რომელმაც არ უნდა გამოხატოს თუ რომელიმე გუნდს გულშემატკივრობს და სტატიაში ობიექტურობა დაიცვას), რეალის თავგადაკლული ფანისაგანაც გამიკვირდებოდა. აი კუიპერსი ზუსტადაც რომ ვერ გაერკვა სიტუაციაში, თორემ მილნერს უეჭველად ყვითელ ბარათს მიართმევდა.
ზურა
16:10 02-05-2019
3

სიახლეები პოპულარული