ვირჯილ ვან დაიკი: დავამტკიცეთ, რომ "ბარსელონას" კართან მომენტების შექმნა შეგვიძლია

AutoSharing Option
"ლივერპულის" ცენტრალურმა მცველმა ვირჯილ ვან დაიკმა მიმდინარე სეზონში მერსისაიდული გუნდის გამოსვლაზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ "ლივერპული" "ბარსელონასთან" ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ მატჩში 0:3 დამარცხდა, ხოლო პრემიერლიგაში "სიტის" ქულით ჩამორჩება და დიდი ალბათობაა იმისა, რომ მერსისაიდელები ტიტულის გარეშე დარჩნენ.

"სეზონი ტიტულების გარეშე? ჩვენ არ ვაპირებთ ამაზე ფიქრს. ჩვენ კარგ სეზონს ვატარებთ და ვეცდებით, რამე მაინც მოვიგოთ. თუ არ გამოგვივა, გავაგრძელებთ მუშაობას. ჩვენ შეგვიძლია ვიამაყოთ საკუთარი თავით როგორც პრემიერლიგაში, ისე ჩემპიონთა ლიგაზე. ჩვენ მსოფლიოში ერთ ერთი საუკეთესო გუნდი ვართ. გავაგრძელებთ ბრძოლას ორივე ტიტულისთვის
და ვფიქრობ, ძალიან ბევრი ისურვებდა ჩვენს ადგილას ყოფნას.

საპასუხო შეხვედრა "ბარსელონასთან"? ფეხბურთში ყველაფერია შესაძლებელი. ჩვენ არასდროს დავნებდებით. დღეს დავამტკიცეთ, რომ "ბარსელონას" კართან მომენტების შექმნა შეგვიძლია. ერთადერთი, რაც დაგვრჩენია, მათი რეალიზაციაა", - განაცხადა ჰოლანდიელმა მცველმა.

საპასუხო შეხვედრა "ენფილდზე" 7 მაისს გაიმართება.

მომზადებულია goal.com-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 2 /
უესკა,ლევანტე და მსგავსი გუნდები ქმნიან ბარსას კართან საგოლე მომენტებს,ვილიარეალმა 4 გაუტანა ერთ თამაშში და რა საამაყო ნახე მაგათ კართან საგოლე მომენტების შექმნა.ამ გუნდთან რთულია იმაზე ბევრად მეტი არ გაუშვა ვიდრე გაუტან თორე დაცვა არ არის ყველაზე ძლიერი მხარე კატალონიელების.
ანდრია
15:27 02-05-2019
2

სიახლეები პოპულარული