მარიო ბალოტელი: გთხოვთ, ფეხბურთის გულისთვის, ნუ ადარებთ მესის "იუვენტუსის" 7 ნომერს

AutoSharing Option
"მარსელის" თავდამსხმელ მარიო ბალოტელის ცოტა ოდიოზურად კი თვლიან, მაგრამ ხანდახან ისეთ მოსწრებულ სიტყვას იტყვის, ყველას გააკვირვებს.

"ბარსელონასა" და "ლივერპულის" მატჩის შემდეგ მან "ინსტაგრამზე" დაწერა: "მესი ფენომენია, გთხოვთ, ფეხბურთის გულისთვის, ნუ ადარებთ მას "იუვენტუსის" 7 ნომერს".

შემდეგ მან თავისი მოსაზრება Football Italia-სთან განავრცო.

"თუ სტატისტიკით ვიმსჯელებთ, ისინი ერთ დონეზე არიან. ორივეს წინააღმდეგ მითამაშია და შემიძლია გითხრათ, მესი ჩვენი პლანეტიდან არაა. შეუძლებელია მას აჯობო.

მესი და რონალდო ორი ფენომენია, მაგრამ ისინი ერთი კლასის ფეხბურთელები არ არიან. რომ არა მესი, რონალდო საუკეთესო იქნებოდა.
შრომისმოყვარეობის გამო რონალდოს დიდ პატივს ვცემ. მისი თამაშის ყურება ერთი სიამოვნებაა.

ხალხი ამიმხედრდა, თითქოს არ ვიცი, რას ვლაპარაკობ. რონალდო "ატლეტიკოსთან" მატჩში სამჯერ შეეხო ბურთს და სამი გოლი გაიტანა. ეს მისი ძლიერი მხარეა.

გუშინ მესიმ "ლივერპულთან" შეხვედრის ბედი გადაწყვიტა. სტატისტიკას ჟურნალისტებს მივანდობ, მაგრამ ეს მარადონას და პელეს შედარებასავითაა. პელემ მარადონაზე მეტი გოლი გაიტანა, მაგრამ როდესაც მარადონა ბურთს ფლობდა, ეს რაღაც განსაკუთრებული იყო".

მკითხველის კომენტარები / 15 /
რონალდო უდაოდ ძალიან მაგარი და სამაგალითო სპორტსმენი და ფეხბურთელია,მაგრამ ჩემი გემოვნებისთვის მესი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია,მიუხედავად იმისა რომ არსებობდნენ კრუიფი,ზიდანი,პლატინი,ყიფიანი,ბერკამპი და კიდევ მრავალი,(მარადონა და ქინქლაძე არ ვახსენე,იმიტომ რომ მიუხედავად უდიდესი ნიჭისა არ იყვნენ პროფესიონალი და სამაგალითო სპორტსმენები)მესი ჩემი აზრით საუკეთესოა.
14
ფეხბურთის გულისთვის - ბალოტელის იმაზე მეტად ნუ გაახმოვანებთ ვიდრე ტობოლის ან ჩინეთის ლიგის რომელიმე ფეხბურთელს. მესი და რონალდო - ორივე სუპერ დონეა, ორივე სასწაულს ახდენს, ორივე ისეთ ასაკში წყვეტს თამაშის ბედს, სხვები რომ ლურსმანზე კიდებენ ბუცებს. რონალდოს ვგულშემატკივრობ და ვთვლი რომ მესიზე უფრო ფართო სპექტრი აქვს პროდუქტიულობის (3 კლუბი, ნაკრები) მაგრამ მესი ბარსაში (ნაკრებში ვერ) ისეთ დონეს თამაშობს, რომ მხოლოდ ამისთვის შეიძლება შეიყვარო ფეხბურთი. ესენი არ არიან კონკურენტები - ერთმანეთი შეავსეს, მოტივაცია მისცეს და ერთად ისეთი ეპოქა შექმნეს, მომავალში ძნელი იქნება ამის გამეორება. ბალოტელიმ კი "ნაკიდკის" ჩაცმა ისწავლოს.
13

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული