მაურისიო პოჩეტინო: თუ ჩემი ფეხბურთელები მესის დარად ითამაშებენ, ფინალში გავალთ

AutoSharing Option
მიუხედავად "აიაქსთან" ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ მატჩში 0:1 დამარცხებისა, "ტოტენჰემის" მენეჯერი მაურისიო პოჩეტინო ფინალში გასვლის იმედს არ კარგავს.

"მესი "ლივერპულთან" შესანიშნავი იყო. თუ ჩემი ფეხბურთელები დაახლოებით მესის დარად ითამაშებენ, გამარჯვების ურიგო შანსი არ გვექნება.

ამას მხოლოდ იმ შემთხვევაში შევძლებთ, თუ მაგრად ვიბრძოლებთ; წინააღმდეგ შემთხვევაში, არაფერიც არ გამოგვივა.

ჯერ "ბორნმუთთან" გვმართებს კარგად ასპარეზობა, შემდეგ კი - "აიაქსთან", - განუცხადა პოჩეტინომ Sky Sports-ს.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ავოიეე, მაურისიო, შენს ფეხბურთელებს რომ ლეო მესივით თამაში შეეძლოთ, მაშინ ტოტენჰემში კი არ იქნებოდნენ, არამედ რომელიმე გრანდში ითამაშებდნენ! შენ კიდევ გეტყობა, რომ ოცნებებს წაუღიხარ ("ტყემალზე ზიხარ და ბალს ჭამ")
სიმართლე
12:49 03-05-2019
2
მაურისიო შენ ფეხბურთელებს მესის "დარად", რომ ეთამაშათ ფინალში გასვლის შანსიც არ გექნებოდათ
1

სიახლეები პოპულარული