ოფიციალურად: "ლივერპულს" "ბარსელონასთან" მატჩში ორი ვარსკვლავი დააკლდება

AutoSharing Option
"ლივერპულის" თავდამსხმელი მოჰამედ სალაჰი "ბარსელონას" წინააღმდეგ საპასუხო შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს - ეს ოფიციალურად "მერსისაიდელთა" დამრიგებელმა იურგენ კლოპმა დაადასტურა.

გარდა ამისა, ცნობილია, რომ კატალონიელთა წინააღმდეგ ინგლისელთა კიდევ ერთი ლიდერი ფირმინოც არ იქნება.

"სალაჰი ხვალ ვერ ითამაშებს. თავს უკეთ გრძნობს, თუმცა სამედიცინო თვალსაზრისით მზად არ არის. რთული თამაში გველოდება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არა მარტო გოლის გატანა, არამედ საკუთარი კარის მშრალად შენახვაც გვმართებს. ვიცით, რა გამოწვევის წინაშე ვართ და 100 პროცენტით დავიხარჯებით.

მსოფლიოს ორი საუკეთესო თავდამსხმელი დაგვაკლდება, გასატანი კი ოთხი გოლი
გვაქვს. ეს სიტუაციას ართულებს, მაგრამ ვცდით", - განაცხადა იურგენ კლოპმა.

მოჰამედ სალაჰმა ტრავმა 4 მაისს, "ნიუკასლთან" მოგებული (3:2) შეხვედრის მეორე ნახევარში მიიღო.

"ლივერპულისა" და "ბარსელონას" დაპირისპირება 7 მაისს, 23:00 საათზე, "ენფილდზე" გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 5 /
მაპატიეთ ძმებო,რაც ზემოთ დავწერე, მაგრამ ასეთი ჯადოქრობის მოლოდინი მართლა არ მქონდა. ბრავო კლოპს, მთელ ლივერპულს და ამ საოცარ გულშემატკივარს, რომელმაც ნახევარი საქმე გააკეთა! ეს არის ის, რისთვისაც გვიყვარს ფეხბურთი.
:))))
01:04 08-05-2019
0
სალაჰის გოლები არა გაქ ნანახი, თორე ასეთ სისულელეს არ დაწერდი
დათოს
23:36 06-05-2019
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული