![](https://sportall.ge/pictures/image31/a207f8e1ade4cc7e493672c5500d34ed.jpeg)
"მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველმა ილქაი გიუნდოგანმა DAZN-ს განუცხადა, რომ "ლივერპულისა" და "ბარსელონას" დაპირისპირებაში ჯერ არაფერი არაა გარკვეული.
"ამ მატჩზე უკვე ვიფიქრე. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ არაფერიც არაა გარკვეული. ადვილად წარმომიდგენია "წითლების" 4:0 გამარჯვება, კლოპის გუნდი ხომ საკუთარ მოედანზე თამაშობს. ერთ შეხვედრაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს".
"ლივერპული" "ენფილდზე" ჩატარებულ ბოლო 21 მატჩში არ დამარცხებულა, მაგრამ "ბარსას" ბარიერის დასაძლევად დიდი ანგარიშით გამარჯვება სჭირდება.