ჟორჟინიო ვეინალდუმი: კლოპზე გაბრაზებული ვიყავი, რადგან სასტარტოში არ დამაყენა

AutoSharing Option
"ლივერპულის" ნახევარმცველმა ჟორჟინიო ვეინალდუმმა "ბარსელონასთან" ჩემპიონთა ლიგის განმეორებით მატჩში შესვენების შემდეგ შეცვლაზე შესულმა დუბლი შეასრულა და ნამატჩევს სიხარულისგან ჭკუაზე არ იყო.

"დაუჯერებელია. დარწმუნებულნი ვიყავით, რომ 4 გოლის გატანა და ფინალში გასვლა შეგვეძლო. ხალხს ამაში ეჭვი ეპარებოდა.

მწვრთნელზე გაბრაზებული ვიყავი, რადგან ძირითად შემადგენლობაში არ დამაყენა, თუმცა მითხრა, რომ მისი საიდუმლო იარაღი უნდა გავმხდარიყავი. უბრალოდ, გახარებული ვარ, რომ გუნდს დავეხმარე. დუბლის შესრულებით ბედნიერი ვარ", - ციტირებს ვეინალდუმს BBC-ი.

აღსანიშნავია, რომ ეფამ ლივერპული-ბარსელონას მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად სწორედ ვეინალდუმი დაასახელა.

"როცა გასულ კვირას ვეინალდუმი
"კამპ ნოუზე" "ცრუ ცხრიანის" როლში მოგვევლინა, ბევრისთვის ეს შოკი გახდა. თუმცა ის შოკი არაფერია "ბარსელონას" კარში ორი გატანილი გოლის შემდეგ მიღებული შოკისგან, რომლებმაც გადამწყვეტი როლი ითამაშეს ამ დუელზე და მთელი საფეხბურთო სამყარო განაცვიფრეს.

ჰოლანდიელის დუბლმა დაახლოებით 120 წამში, "ლივერპულის" ძველი სუპერ-ჯოკერი დევიდ ფერკლაფი გაგვახსენა, მანაც იცოდა მსგავი მნიშვნელოვანი რამეების კეთება", - წერია უეფას პრესსამსახურის განცხადებაში.

მკითხველის კომენტარები / 2 /
Magari gundia, magari mwvrtnelit, umagresi gulshematkivrebit, yochag!
Erekle
09:20 08-05-2019
1
Es ra iyo haa
Baggio
09:18 08-05-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული