იურგენ კლოპი: ბიჭებს ვუთხარი - "ქამბექი შეუძლებელია, მაგრამ არა თქვენთვის"

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგაზე "ბარსელონას" ძლევის (4:0) შემდეგ კომენტარი "ლივერპულის" მენეჯერმა იურგენ კლოპმა გააკეთა.

"ო, ეს რაღაც განსაკუთრებულია. მატჩის წინ ბიჭებს ვუთხარი: "შემდეგ ეტაპზე გასვლა შეუძლებელია, მაგრამ რადგან თქვენ თქვენ ხართ, შანსი გვაქვს". ფეხბურთში ბევრი რამ გადამხდენია, ასეთი კი არა.

ვნახე, შეხვედრის მერე მილნერი როგორ ტიროდა. ეს ფეხბურთის საუკეთესო მომენტია. ცხოვრებაში უფრო მნიშვნელოვანი რამეებიცაა, მაგრამ ასეთი ატმოსფეროს შექმნა შესანიშნავია.

შენ წინაშე ტოპ-გუნდია და გოლის გაშვების უფლება არა გაქვს, მხოლოდ გატანა. არ ვიცი, ბიჭებმა ეს როგორ მოახერხეს", - განუცხადა კლოპმა BT Sport-ს.

მკითხველის კომენტარები / 11 /
რა სასაცილოები ხართ ბარსას ფანები.მესის გაფარჩაკება ტოტალიზატორით გინდათ გაამართლოთ.თქვენი აზრით მესიმ და სხვებმა რამდენიმე მილიონი დადეს და თამაში შეგნებულად წააგეს.და გგონიათ ამას ვინმა დაუშვებს? გაიგეთ რომ მესის არა აქვს უნარი გადამწყვეტი თამაშები ითამაშოს.
ვა რა დონეა
11:12 08-05-2019
6
ისე სულ მაინტერესებდა ეს შეთქმულების თეორიები რომ "ტოტალიზატორზეა ნაყომარები და იმიტომ მოხდა რაც მოხდა" მხოლოდ ქართული ფენომენია თუ სხვა ქვეყნებშიც განიხილავენ ამ ვერსიებს :)))
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული