იურგენ კლოპი: ბიჭებს ვუთხარი - "ქამბექი შეუძლებელია, მაგრამ არა თქვენთვის"

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგაზე "ბარსელონას" ძლევის (4:0) შემდეგ კომენტარი "ლივერპულის" მენეჯერმა იურგენ კლოპმა გააკეთა.

"ო, ეს რაღაც განსაკუთრებულია. მატჩის წინ ბიჭებს ვუთხარი: "შემდეგ ეტაპზე გასვლა შეუძლებელია, მაგრამ რადგან თქვენ თქვენ ხართ, შანსი გვაქვს". ფეხბურთში ბევრი რამ გადამხდენია, ასეთი კი არა.

ვნახე, შეხვედრის მერე მილნერი როგორ ტიროდა. ეს ფეხბურთის საუკეთესო მომენტია. ცხოვრებაში უფრო მნიშვნელოვანი რამეებიცაა, მაგრამ ასეთი ატმოსფეროს შექმნა შესანიშნავია.

შენ წინაშე ტოპ-გუნდია და გოლის გაშვების უფლება არა გაქვს, მხოლოდ გატანა. არ ვიცი, ბიჭებმა ეს როგორ მოახერხეს", - განუცხადა კლოპმა BT Sport-ს.

მკითხველის კომენტარები / 11 /
რა სასაცილოები ხართ ბარსას ფანები.მესის გაფარჩაკება ტოტალიზატორით გინდათ გაამართლოთ.თქვენი აზრით მესიმ და სხვებმა რამდენიმე მილიონი დადეს და თამაში შეგნებულად წააგეს.და გგონიათ ამას ვინმა დაუშვებს? გაიგეთ რომ მესის არა აქვს უნარი გადამწყვეტი თამაშები ითამაშოს.
ვა რა დონეა
08 მაისი 2019 11:12
6
ისე სულ მაინტერესებდა ეს შეთქმულების თეორიები რომ "ტოტალიზატორზეა ნაყომარები და იმიტომ მოხდა რაც მოხდა" მხოლოდ ქართული ფენომენია თუ სხვა ქვეყნებშიც განიხილავენ ამ ვერსიებს :)))
V
08 მაისი 2019 10:54
2
ბარსას და რეალის ფანების მოგონილია ეგ... აბა მარტო ეგენი აბრალებენ ყველაფერს ტოტალიზატორს
კახა
08 მაისი 2019 13:16
5
ნახევარფინალში თასე შეუფასებელია! არ მჯერა რომ ნახევარფინალი და ფინალი ოდესმე შეიძლება ჩაწყობილი იყოს! მხოლოდ წაგებული გუნდის გულშემატკივრები იმშვიდებენ ეგრე თავს..
ბასკი
08 მაისი 2019 10:40
2
ნამეტანი ბევრი ქამბექია რაღაც ))) ესეც ასე, სიტის ჩემპიონობა უკვე შეგვიძლია მივულოცოთ, ლივერპულს კი ლიგის მოგება. ტოტენჰემი, არსენალი და ჩელსი სამივე ჩემპიონთა ლიგაშია (არსენალი ევროპა ლიგიდან) ასე რომ იმ ჩემპიონატში სადაც ყველაზე დიდი ფული ტრიალებს ფეხბურთში ყველაფერი დაალაგეს თავის ადგილზე.
ირაკლი
08 მაისი 2019 10:34
8
თუ ეგ ინფორმაცია დადასტურებულად იცი მაშინ სერიოზულ შარში ხარ და საფეხბურთო მაფიას უნდა ემალებოდე წესით
აუჰ
08 მაისი 2019 13:14
1
ბიჯო 6-1 პსჟ-სთან ქამბექი იყო და არ ეპარებოდათ ეჭვი ამაში ბარსასს ფანებს და ახლაა ფულის შოვნა და სპექტაკლი ხო :D
lasha
08 მაისი 2019 10:30
3
დაიმშვიდეთ ახლა თავი :):):)
sormona
08 მაისი 2019 10:04
1
igive barcas ro eqna ityodit mesi ucxoplaneteliao. gaxies da fulio
gio
08 მაისი 2019 09:51
2
ქამბექი კი არ კვახი, როგორც უკარნახეს ბარსას ისე გააკეთა და დიდი თანხაც მიიღო სანაცვლოდ, ვის რაში სჭირდება თასი, ფულია აქ მთავარი ფულიიიიიიიიიიიიიიიიიი. უყურეთ პორდაფჩენილებმა როგორ მაიმუნობენ ფეხბურთელებიო
123
08 მაისი 2019 09:08
35
რაც წუხელ ფული გააკეთა ბარსამ ის მე მომცა და თქვენ კი თასი
xx
08 მაისი 2019 08:58
29

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული