ერნესტო ვალვერდე: გადაგვიარეს - არ ვიცი, ეს ჩემზე როგორ იმოქმედებს

AutoSharing Option
"ბარსელონას" მწვრთნელ ერნესტო ვალვერდეს "ლივერპულთან" ნამატჩევს დანა კბილს არ უხსნიდა და ესღა თქვა.

"არ ვიცი, ეს ჩემზე როგორ იმოქმედებს. ასეთ დროს პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე მწვრთნელმა უნდა აიღოს.

ჩვენთვის ძალიან მტკივნეული მარცხია. განსაკუთრებით, ჩვენი გულშემატკივრებისთვის. ზედიზედ მეორე წელია, ერთი და იგივე გვემართება.

ორი გოლის შემდეგ ყველაფერი ჩვენ წინააღმდეგ მოხდა. გოლი ვერ გავიტანეთ და გადაგვიარეს. ოდნავ უკან თამაში გადავწყვიტეთ, მაგრამ მეოთხე გოლის შემდეგ ყველაფერი დასრულდა.

საპასუხოდ ვერაფერი ვერ მოვიმოქმედეთ", - განუცხადა ვალვერდემ უეფას საიტს.

მკითხველის კომენტარები / 17 /
ვალვერდე ცუდი მწვრთნელი არაა, მაგრამ რაღაცას აკლებს, აი დიდი კლუბის მწვრთნელს რაც ჭირდება იმას ალბათ,2 წლის განმავლობაში სულ 2 ისეთი თამაში წააგო რომელიც არ უნდა წაეგო, მაგრამ შარშანდელი რომასთან გავარდნა თუ ერთ წაგებად ჩაეთვალა წელს უკვე საკმაოდ შესუსტებულ ლივერპულთან იგივეს გამეორება უკვე სხვა საქმეა, სისტემური ხასიათის პრობლემაა და არა ერთეული. ამიტომ, ველოდები მის გაშვებას. ბარსელონას რაც შეეხება ალბათ შემცვლელი რომ არ ყავს ნონ-სენი უნდა გამოასწორონ, ასეთი დონის გუნდს უბრალოდ არ ყავს 2 მარცხენა მცველი ...
ბარსა
08 მაისი 2019 09:29
3
ორივე თამაში ცუდად ითამაშა ბარსამ ლივერპულთან,მაგრამ ეს ფეხბურთელების ბრალი არაა. ცალსახად მწვრთნელის ბრალია. 3:0 ქონდა და ასე დაცვიდან თამაში რა საჭირო იყო
გოგა
08 მაისი 2019 09:03
3
შავადაა შენი საქმე,ერისტო ბატონო:)
:)
08 მაისი 2019 07:22
1
ბარსას გულშემატკივარი ვარ მაგრამ ასეთი თამაშით მართლა არ იმსახურებდა გასვლას. ერთი და იგივე ორჯერ ზედიზედ.
ღირსები ხართ
08 მაისი 2019 07:16
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული