ლუის სუარესი: ეს ყველაფერი ამის გამო მოხდა...

AutoSharing Option
"ბარსელონას" თავდამსხმელმა ლუის სუარესმა ჩემპიონთა ლიგის საპასუხო შეხვედრაში "ლივერპულთან" მარცხის (0:4) შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"ჩვენ მიმართ ნასროლ ტყვიებს მკერდი უნდა შევუშვიროთ. მთელმა გუნდმა კრიტიკულად უნდა შეხედოს მომხდარს, მაგრამ ყველაზე მთავარია, პატიება გულშემატკივრებს, ოჯახის წევრებსა და შვილებს ვთხოვოთ. ეს ჩვენი დამოკიდებულების გამო მოხდა.

ჩვენ ერთი და იგივე შეცდომა ზედიზედ ორჯერ არ უნდა დავუშვათ. ჩვენ ზრდასრულები ვართ და საკუთარ თავს კრიტიკულად უნდა მივუდგეთ. ჩვენ გამამართლებელი საბუთი არ გვაქვს" - გადმოსცემს ურუგვაელის სიტყვებს Mundo Deportivo.

"ბარსელონამ" პირველ შეხვედრაში გამარჯვების (3:0) შემდეგ გასვლაზე 0:4
წააგო და მადრიდში, "ვანდა მეტროპოლიტანოზე" ფინალში "ლივერპული" ითამაშებს.

ინგლისელების მეტოქე დღეს საღამოს, ამსტერდამში გამართულ შეხვედრაში გაირკვევა, სადაც ერთმანეთს "აიაქსი" და "ტოტენჰემი" შეხვდებიან. შეგახსენებთ, ამსტერდამელებმა ლონდონში 1:0 გაიმარჯვეს.

მკითხველის კომენტარები / 16 /
შე გოიმო, აბა რა გეგონათ შენ და კოუტინიოს, ამ ზღაპრიდან ბარსაში რომ გაიქეცით, მაგრამ მაინც მევასები და ასეთ დიდ კლუბთან გამარჯვება ორმაგად სასიხარულოა.ნეტა გვეღირსება ასეთ ატმოსფეროში მოხვედრა? იმედია ბელარუსთან მოვიგებთ და ევროპაზე გავალთ, ღირსია ქართველი გულშემატკივარი ასეთი საღამოსთვის. მეამაყება ლივეს გულშემატკივარი რომ ვარ. გაიხარეტ ბიჭებოოოოოოოოოო
LIVERPOOL
10:46 08-05-2019
4
სად ყოფილა საფეხბურთო ტაძარი ნოუკამპზე თუ ენფილდზე? ლივეს ფანი ვარ მაგრამ არანაკლებ ბარსელონასი ლივემ წელს რაიმე რო არ მოიგოს ძაან შემეცოდება და ბარსას კიდე დასამშვიდებლად ლა ლიგა და ლიგის თასი აყვენ წინ .სუარესმა კი მოიგო ბარსაში ტიტულები ევრო სარბიელზე მაგრამ კოუტინიოს უნამუსობა და შუა სეზონში გაქცება უნდა ამოდინდეს ცხვირში
დიმა ცაგარეიშვილი
10:20 08-05-2019
2
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული