ფაბინიო: მესი? თავს მთელი გუნდით ვიცავდით, ჩვენი სიცოცხლე მოედანზე დავტოვეთ

AutoSharing Option
7 მაისს, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის საპასუხო შეხვედრაში "ბარსელონას" დამარცხების (4:0) შემდეგ "ლივერპულის" ნახევარმცველმა ფაბინიომ კომენტარი გააკეთა.

"ნიუკასლთან" ძალიან რთული მატჩის შემდეგ დიდი დრო არ გვქონია, მაგრამ მთელი სეზონის განმავლობაში სწორედ ასეთი მომენტებისთვის ვემზადებით. პირველი თამაშის შემდეგაც ვთქვი, რომ კარგად ვითამაშეთ, თუმცა შედეგი ცუდი იყო.

დღეს იმავეს გაკეთება ვცადეთ, რაც წინა ჯერზე - გადავედით პრესინგზე, ყველაფერი გავაკეთეთ სწრაფი გოლის გასატანად და ამან მნიშვნელოვნად იმოქმედა. მატჩის ბოლოს ძალა ჯერ კიდევ შერჩენილი გვქონდა, ფანები კი შესანიშნავები იყვნენ.

მესი? თავს მთელი გუნდით ვიცავდით, ჩვენი
სიცოცხლე მოედანზე დავტოვეთ. მე, პირადად, ყველაფერი გავაკეთე, რომ ბურთი მასთან არ მისულიყო", - განაცხადა ფაბინიომ მატჩის შემდეგ.

"ლივერპული" ჩემპიონთა ლიგის ფინალში მეტოქეს ელოდება, რომელიც 8 მაისს ამსტერდამში გაირკვევა, სადაც ერთმანეთს "აიაქსი" და ლონდონის "ტოტენჰემი" დაურისპირდებიან.

შეგახსენებთ, პირველი შეხვედრა ლონდონში ჰოლანდიელთა გამარჯვებით, 1:0 დასრულდა.

altჩემპიონთა ლიგა. 1/2-ფინალი: "ლივერპულის" ლეგენდარული ქამბექი "ბარსელონასთან"! [VIDEO]

altიურგენ კლოპი: ბიჭებს ვუთხარი - "ქამბექი შეუძლებელია, მაგრამ არა თქვენთვის"

altერნესტო ვალვერდე: გადაგვიარეს - არ ვიცი, ეს ჩემზე როგორ იმოქმედებს

altლუის სუარესი: ეს ყველაფერი ამის გამო მოხდა...

 

მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 5 /
ვინც ფეხბურთს მიკერძოების გარეშე უყურებს, დამეთანხმება, "ლივერპული" შარშან იმსახურებდა ჩემპიონთა ლიგის მოგებას. "რეალს" მსაჯებმა მოაგებინეს. "ბარსელონა"-სთან პირველი მატჩის ანგარიში სრულიად შეუსაბამო იყო მატჩის მსვლელობასთან. რეალურად, სრულიად თანაბარი იყო, კატალონიელებს აშკარად გაუმართლათ. გუშინ "ლივერპულმა" მართლა გადაუარა და გვაჩვენა, რომ ბევრად ძლიერი გუნდია, თუნდაც ორი მთავარი მოთამაშის გარეშე. მესი? როგორც ჩანს ძლიერ გუნდთან არაფერი გამოდის.
ლევანი
16:36 08-05-2019
4
Armesmis zogiertis komentari ragac cinikuri tu gvardzliani.
Am tamashit wesit yvela pexburtis cheshmarit gulshematkivars unda hqondes zeimis gancda.
Xom amitom giyvart es sporti?
Erekle
13:58 08-05-2019
1

სიახლეები პოპულარული