ერიკ ტენ ჰაგი: ეს ფეხბურთის დაუნდობელი მხარეა - ფინალში გასვლას ვიმსახურებდით

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, ორი მატჩის ჯამში, "აიაქსი" "ტოტენჰემთან" დამარცხდა, მისმა მწვრთნელმა ერიკ ტენ ჰაგმა კი წაგება დაუმსახურებლად მიიჩნია.

"მეორე ტაიმი "ტოტენჰემმა" უმაღლეს დონეზე ჩაატარა. ეს ჩვენთვის პრობლემა გახდა. თუმცა 2:2-ზე თამაშს ვაკონტროლებდით და მომენტებიც გვქონდა.

ტემპის დაგდებას ვცდილობდით, მაგრამ ვერ შევძელით და კომპენსირებულ დროში გოლი გავუშვით. დღეს და ხვალ ამას ვერ ავხსნით.

თავი ხელში უნდა ავიყვანოთ. გულშემატკივრების წინაშე ვალში ვართ. შესანიშნავი სეზონი ჩავატარეთ.

რაც დღეს გადავიტანეთ, ეს ფეხბურთის დაუნდობელი მხარეა. ჩვენ იმდენად ახლოს ვიყავით მიზანთან. ფეხბურთელებს ეს ესმით.

ფინალში გასვლას
ვიმსახურებდით. კონტრშეტევებზე ძალიან კარგად არ ვმოქმედებდით. ძელსგარტყმული ბურთის ნაცვლად გოლი რომ გაგვეტანა, ფინალში ვიქნებოდით", - ციტირებს ტენ ჰაგს უეფას საიტი.

მკითხველის კომენტარები / 6 /
ძალიან მარტივი ამოცანის წინაშე იდექით ყველანი,ერთ ტაიმში არ უნდა გაგეშვათ სამკ ბურთი და ისიც ვერ შეძელით და რაღაზეა საუბარი
ჯ.გ
09 მაისი 2019 14:59
5
დზალიან მაგარი მცვრტნელია ,და დაამტკიცა კიდევაც ,აიაკსი ტამასობდა დზალიან მაგარი ხარისხის ფეხბურტს. ორიენტირებული სეტევაზე ,აბა მაურინიო ერტიტ ნოლზე ტერტმეტივეს დაცვასი გაამცესებდა ,და დროს გაიყვანდა, მე ესეტ ცაგებულს უფრო მეტ პატივს ვცემ ვიდრე ავტობუსს რომ აყენებენ კარსი.
Kote
09 მაისი 2019 12:25
4
ძელისთვის რომ არ გაგერტყა და აგეცილებინა? ან ტოტენჰემს რომ გაეტანა რომელიმე აცილებული? ეს ჭკვიანი მეგონა და რა სისულელეებს როშავს და საერთოდ მიუხედავად იმისა,რომ აიაქსს ვგულშემატკივრობდი, ფინალში გავიდა ის ვინც ბოლომდე იომა და არ უღალატა ფეხბურთს
გელა 67
09 მაისი 2019 12:15
5
ამ კაცმა სანახაობრივი ფეხბურთი დააბრუნა.იმ მოსაწყენ გვარდიოლას ანტი ფეხბურთს ტიკიტაკის, ლაღი ფეხბურთი დაუპირისპირა და იმედი მაქვს სხვა გუნდებიც მიბაძავენ.უბრალოდ იღბალმა უმტყუონათ.რამდენი მომენტი გამაზეს.
თემო
09 მაისი 2019 12:02
1
მაგდენ ვაივიშს დაცვაზე გეზრუნა ჯობდა, საერთოდ რა გეგმა ქონდა მე პირადად ვერ გავიგე. იგებ 2:0ს და დაცვაზე არ ზრუნავ ზონებს არ კეტავ ხალხს არ იყვან რავიცი რავიცი, ნახევარფინალია სასწორზე დევს აქამდე გაკეთებული ყველაფერი და მაინც არ თამაშობ პრაგმატულ ფეხბურთს დღეს ეს დიდი შეცდომაა.
ქარ
09 მაისი 2019 10:04
13
რაც აქამდე ითამაშეს დაცვაში, მეორე ტაიმის ბოლო 15 წუთში გადაყარეს წყალში. წინაც ტადიჩი თითქოს დაღლილი ჩანდა. პირველი გოლი უკვე საგანგაშო სიგნალი იყო, მაგრამ კონცენტრაცია ვერ მოახდინეს.ძალიან გულდასაწყვეტი, მაგრამ თავიანთ თავს უნდა დააბრალო. ფინალში კი ლივერპულს ისევ შემტევი ტრიო ეყოლება და მარტო მოურა ვერ მოუგებს
:))))
09 მაისი 2019 09:32
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული