ერიკ ტენ ჰაგი: ეს ფეხბურთის დაუნდობელი მხარეა - ფინალში გასვლას ვიმსახურებდით

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, ორი მატჩის ჯამში, "აიაქსი" "ტოტენჰემთან" დამარცხდა, მისმა მწვრთნელმა ერიკ ტენ ჰაგმა კი წაგება დაუმსახურებლად მიიჩნია.

"მეორე ტაიმი "ტოტენჰემმა" უმაღლეს დონეზე ჩაატარა. ეს ჩვენთვის პრობლემა გახდა. თუმცა 2:2-ზე თამაშს ვაკონტროლებდით და მომენტებიც გვქონდა.

ტემპის დაგდებას ვცდილობდით, მაგრამ ვერ შევძელით და კომპენსირებულ დროში გოლი გავუშვით. დღეს და ხვალ ამას ვერ ავხსნით.

თავი ხელში უნდა ავიყვანოთ. გულშემატკივრების წინაშე ვალში ვართ. შესანიშნავი სეზონი ჩავატარეთ.

რაც დღეს გადავიტანეთ, ეს ფეხბურთის დაუნდობელი მხარეა. ჩვენ იმდენად ახლოს ვიყავით მიზანთან. ფეხბურთელებს ეს ესმით.

ფინალში გასვლას
ვიმსახურებდით. კონტრშეტევებზე ძალიან კარგად არ ვმოქმედებდით. ძელსგარტყმული ბურთის ნაცვლად გოლი რომ გაგვეტანა, ფინალში ვიქნებოდით", - ციტირებს ტენ ჰაგს უეფას საიტი.

მკითხველის კომენტარები / 6 /
დზალიან მაგარი მცვრტნელია ,და დაამტკიცა კიდევაც ,აიაკსი ტამასობდა დზალიან მაგარი ხარისხის ფეხბურტს. ორიენტირებული სეტევაზე ,აბა მაურინიო ერტიტ ნოლზე ტერტმეტივეს დაცვასი გაამცესებდა ,და დროს გაიყვანდა, მე ესეტ ცაგებულს უფრო მეტ პატივს ვცემ ვიდრე ავტობუსს რომ აყენებენ კარსი.
Kote
12:25 09-05-2019
4
მაგდენ ვაივიშს დაცვაზე გეზრუნა ჯობდა, საერთოდ რა გეგმა ქონდა მე პირადად ვერ გავიგე. იგებ 2:0ს და დაცვაზე არ ზრუნავ ზონებს არ კეტავ ხალხს არ იყვან რავიცი რავიცი, ნახევარფინალია სასწორზე დევს აქამდე გაკეთებული ყველაფერი და მაინც არ თამაშობ პრაგმატულ ფეხბურთს დღეს ეს დიდი შეცდომაა.
ქარ
10:04 09-05-2019
13

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული