ლეო მესი: ბოდიში, რომ "ლივერპულთან" არ ვიბრძოლეთ

AutoSharing Option
"ბარსელონას" თავდამსხმელმა ლეო მესიმ პრესკონფერენციაზე გუნდის მწვრთნელს ერნესტო ვალვერდეს მხარი დაუჭირა და განაცხადა, რომ ინდივიდუალურ ჯილდოებზე არ ფიქრობს. გთხოვთ, ყურადღებით დააკვირდით მის ერთ ფრაზას.

"ჩვენ ბოდიში უნდა მოვიხადოთ იმის გამო, რომ ლივერპულში არ ვიბრძოლეთ და არა იმის გამო, რომ ვერ გავიმარჯვეთ.

ეს ყველასთვის ძლიერი დარტყმა იყო, მით უმეტეს იგრძნობოდა, როდესაც უნდა გავსულიყავით და შემდეგ მატჩში გვეთამაშა.

მინდა, ვალვერდემ მუშაობა გააგრძელოს. შეიძლება მოგწონთ ან არ მოგწონთ ჩვენი თამაში, მაგრამ გასულ სეზონში დუბლი შევასრულეთ და ამის გაკეთება ახლაც შეგვიძლია. დამნაშავე ის კი
არა ფეხბურთელები ვართ. ვიცოდით, შეიძლებოდა იგივე მომხდარიყო (რომასთან წაგება იგულისხმა - რედ.) და ეს მოხდა.

კარგით, ეს რომ ერთხელ მომხდარიყო, მაგრამ ზედიზედ ორჯერ მოხდა... ეს დაუშვებელია. შესაძლოა, ამაში რაღაც მისტიკურია.

მართალი გითხრათ, "ოქროს ბურთზე" არ ვფიქრობ. ჩვენ ჯერ კიდევ ვერ გამოვედით იქიდან, რაც ლივერპულში მოხდა. ყოველ შემთხვევაში, მე ასეთ მდგომარეობაში ვარ. ამიტომ პირად ჯილდოებზე არ ვფიქრობ.

თავს უკეთ ვგრძნობ. საზარდულის პრობლემები იანვრიდან მქონდა. თუმცა, მიუხედავად ძლიერი ტკივილებისა, ყველაფერს ვაკონტროლებდი. ახლა 100%-ით მზად ვარ.

მშვიდად ვართ და ფინალისთვის ჩვეულებრივდ ვემზადებით. ამ ტურნირზე კარგი თამაშები გვქონდა და ეს დასაფასებელია.

გრიზმანის ჩვენს გუნდში შესაძლო გადმოსვლა? ამაზე ჩემს აზრს ვერ გეტყვით", - ციტირებს მესის "მუნდო დეპორტივო".

altკილიან მბაპე: მერე რა, რომ ჩემპიონთა ლიგიდან გავარდა - "ოქროს ბურთი" მესის ეკუთვნის

altლეო მესი მეექვსედ გახდა პრიმერას ბომბარდირი და ტელმო სარას რეკორდი გაიმეორა

altჟოზე მოურინიო: ეჭვი მეპარება, მესიმ "ოქროს ბურთი" მიიღოს

altფრენკი დე იონგს მისმა საფეხბურთო კერპმა, მესიმ დაურეკა და "ბარსელონაში" გადასვლაზე დაითანხმა

altსერხიო აგუერო: ის დამაბრალეს, რაც არ მითქვამს - "ოქროს ბურთი" მხოლოდ მესის უნდა გადაეცეს

მკითხველის კომენტარები / 35 /
ძალიან არ მჯერა შეთქმულების თეორიების,სპორტი სპორტია,გუნდი ერთი მთლიანი ორგანიზმი,ამდენი ხანი გავიდა ლივერპულის თამაშიდან და სულ ვფიქრობ ესეთი რამეები ზედიზედ არ ხდება,შარშან და წელს ზღაპრულ ფორმაში მყოფმა ბარსამ,ზღაპრული პირველი ჩატარებული მატცების შემდეგ როგორ შეძლო და ასეთი მეორე მატჩი ითამაშა.,ჩემთვის ეს წარმოუდგენელია და ძალიან მიჭირს შევედავო იმ ბიჭებს ვინც ჩაწყობილ თანაშებზე ლაპარაკობს.1982 წ ბარსას ფანი ვარ და სულ ვიქნები,პელეს თამაში არ მახსოვს,კრუიფის ნაკლებად და ვიტყვი,რომ ეს "არანორმალური"ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესოა.ხოლო ამ ეპოქას ფეხბურთში აუცილებლად დაერქმევა მესისა და რონალდოს ეპოქა.
sake
25 მაისი 2019 09:20
2
აუუუფ რა დღეში ხართ კრისტინებოოო ?!?!?! რა იყო გამწვავები დაგეწყოთ ... იცის გაზაფხულმა!!!.თამაში გაყიდენო რომ გაიძახით ...თქვენი გაყიდენ რამე ...?! თუ 5 ლარს მიტირიხართ ....?! უბრალოდ გულდასაწყვეტი ის არის რომ ვერც ბარსა ვერც არგენტინა და ვერც ვაი ჟურნალისტები უი გულშემატკივრებთან ერთად ვერ ხვდებიან ...რომ ფეხბურთს 5-6 კაცი ვერ იგებს მითუმეტეს ყველა თამაშს...არგენტინას უკვე საერთოდ არ ყავს ფეხბურთელები 2კაცის გარდა ( 2010-ში როდესაც მაგარი ნაკრები ყავდათ მწვრთნელი ყავდათ ნარკოშა ) ხოლო ბარსას კი ხან 5 ხან 6 ფეხბურთელი ყავს ....ბუსკეტს დაავიწყდა მგონი თამაში ლივერთან ორივე თამაში საზიზღრად ითამაშა რაკიტიჩი დაბერდა მგონი უკვე ...პიკეც ძაან არასტაბილური იყო წელს ...ეგ ძველებიდან და ახლებზე კი ლაპარაკიც არ ღირს ....ასე რომ ყველა პრეტენზია პრეზიდენტს რომ ზამენაზე არავინ არ ყავთ და დანარჩენი კი მწვრთნელს ....რაც შეეხება მესის მარტომ მოიგო ჩემპიონატი და ლივერთან პირველი თამაშიც ....თორემ ბარსას იმ თამაშით სახლშიც უნდა წაეგო 1:3 ან 1:4 მაინც ...მაგრამ მოხერხდა ისე რომ 3:0 მოიგეს რამაც დაღუპა კიდეც ბევრს თავში აუვარდა თან იფიქრეს ვერ ყოფილა ლივერი ძლიერი გუნდიო და ძალებს დავზოგავთო ....მთელი სეზონი ძალების დაზოგვით ჩაატარეს რაც პრეზიდენტის ბრალია რომ ძაააან მოკლე სკამი აქვს ბარსას ....!!!!! მესი რომ არა სოფლის გუნდი იქბებოდა რა ნახევერფინალი რა ჩემპიონობა ...!!!
Auee
25 მაისი 2019 14:38
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული