ლეო მესი: ბოდიში, რომ "ლივერპულთან" არ ვიბრძოლეთ

AutoSharing Option
"ბარსელონას" თავდამსხმელმა ლეო მესიმ პრესკონფერენციაზე გუნდის მწვრთნელს ერნესტო ვალვერდეს მხარი დაუჭირა და განაცხადა, რომ ინდივიდუალურ ჯილდოებზე არ ფიქრობს. გთხოვთ, ყურადღებით დააკვირდით მის ერთ ფრაზას.

"ჩვენ ბოდიში უნდა მოვიხადოთ იმის გამო, რომ ლივერპულში არ ვიბრძოლეთ და არა იმის გამო, რომ ვერ გავიმარჯვეთ.

ეს ყველასთვის ძლიერი დარტყმა იყო, მით უმეტეს იგრძნობოდა, როდესაც უნდა გავსულიყავით და შემდეგ მატჩში გვეთამაშა.

მინდა, ვალვერდემ მუშაობა გააგრძელოს. შეიძლება მოგწონთ ან არ მოგწონთ ჩვენი თამაში, მაგრამ გასულ სეზონში დუბლი შევასრულეთ და ამის გაკეთება ახლაც შეგვიძლია. დამნაშავე ის კი
არა ფეხბურთელები ვართ. ვიცოდით, შეიძლებოდა იგივე მომხდარიყო (რომასთან წაგება იგულისხმა - რედ.) და ეს მოხდა.

კარგით, ეს რომ ერთხელ მომხდარიყო, მაგრამ ზედიზედ ორჯერ მოხდა... ეს დაუშვებელია. შესაძლოა, ამაში რაღაც მისტიკურია.

მართალი გითხრათ, "ოქროს ბურთზე" არ ვფიქრობ. ჩვენ ჯერ კიდევ ვერ გამოვედით იქიდან, რაც ლივერპულში მოხდა. ყოველ შემთხვევაში, მე ასეთ მდგომარეობაში ვარ. ამიტომ პირად ჯილდოებზე არ ვფიქრობ.

თავს უკეთ ვგრძნობ. საზარდულის პრობლემები იანვრიდან მქონდა. თუმცა, მიუხედავად ძლიერი ტკივილებისა, ყველაფერს ვაკონტროლებდი. ახლა 100%-ით მზად ვარ.

მშვიდად ვართ და ფინალისთვის ჩვეულებრივდ ვემზადებით. ამ ტურნირზე კარგი თამაშები გვქონდა და ეს დასაფასებელია.

გრიზმანის ჩვენს გუნდში შესაძლო გადმოსვლა? ამაზე ჩემს აზრს ვერ გეტყვით", - ციტირებს მესის "მუნდო დეპორტივო".

altკილიან მბაპე: მერე რა, რომ ჩემპიონთა ლიგიდან გავარდა - "ოქროს ბურთი" მესის ეკუთვნის

altლეო მესი მეექვსედ გახდა პრიმერას ბომბარდირი და ტელმო სარას რეკორდი გაიმეორა

altჟოზე მოურინიო: ეჭვი მეპარება, მესიმ "ოქროს ბურთი" მიიღოს

altფრენკი დე იონგს მისმა საფეხბურთო კერპმა, მესიმ დაურეკა და "ბარსელონაში" გადასვლაზე დაითანხმა

altსერხიო აგუერო: ის დამაბრალეს, რაც არ მითქვამს - "ოქროს ბურთი" მხოლოდ მესის უნდა გადაეცეს

მკითხველის კომენტარები / 35 /
Arc bichuna var da arc brma, ronaldo mesis ro girchevnia an reali qomagi xar an diletanti da usamartlo, mixatuli gaq tvalebi? Ra tablo ris tablo, daje mcire upiratesoba tablozec ki mesis aq
Roma grcxvenodes!
25 მაისი 2019 13:06
6
ყოველთვის ვერიდები თემას,მესი თუ რონალდო,მაგრამ ამ კომენტარების შემხედვარე იძულებული ვარ ჩემი მოკრძალებული აზრი დავაფიქსირო,მე სტაჟიანი გულშემატკივარი ვარ და ძალიან ვთხოვ აქ "კომენტატორ"ბიჭუნებს ნუ შემეკამათებიან,მე მათთან პოლემიკაში არ შევდივარ,მაშ ასე მესი თუ რონალდო:ძალიან ძნელია ამ ორი უდიდესი ფეხბურთელის შედარება,ორივე ფეხბურთის ჯადოქრები არიან,ორივენი დიდ სიხარულს გვანიჭებენ ფეხბურთის მოყვარულებს და ამისთვის ორივეს დიდი მადლობა, მაგრამ ბოლო ოთხი,ხუთი წლის განმავლობაში რონალდო უფრო შედეგიანია,როგორც კლუბში ისე ნაკრებში,ამიტომ გამომდინარე ამ შედეგებიდან ცოტა უკეთესი რონალდოა,ასევე ეს ყველაფერი არავითარ შემთხვევაში არ აკნინებს მესის,ის ფეხბურთის გენიოსია,მაგრამ მთავარი მაინც ტაბლოა,ანუ შედეგი,ხოლო ამ მხრივ კიდევ ვიმეორებ რონალდო ცოტა სჯობს ლეოს,ეს ჩემი აზრია და მე ასე ვფიქრობ,სხვებს სხვა აზრი აქვს და მე მათ აზრს პატივს ვცემ,მაგრამ მოდით ვიყოთ თავშეკავებულები და პატივე ვცეთ ერთმანეთს,მხოლოდ ასე იქცევიან ნამდვილი ცივილიზებული გულშემატკივრები.
roma
25 მაისი 2019 12:08
7
რომა! ოქროს ბუცში ჯობია კრისტინა?
10
25 მაისი 2019 13:49
4
რატომ დადის ხოლმე მესი ჩასვრილი ბავშვივით ისეთ თამაშებში სადაც წყდება ყოფნა არყოფნა,იგივე ეხება მტლიანად სიტის.... რატომ....ვიცი პასუხი არ მოგეწონებათ
kirkita
25 მაისი 2019 11:45
4
კირკიტოვნა ჯერ ესეთი ჩასვრილები, ბლომად შენსკენ მოიკითხე. მერე შენ ვინ გეკითხება ვინ სად მოიგებს და ასე შემდეგ.
?
25 მაისი 2019 13:59
6
ოჰო, ჭაობიდან რას ყაყანებენ ბაყაყები? რაც არ უნდა მყრალი ჭაობიდან იყაყანოთ მესიზე, თქვე მართლა საცოდავებო მესი ჩვენთვის ნამდვილი გულშემატკივრებისთვის იქნება ყველა დროის საუკეთესო! ნუ გაადაყევით ამ ერთ წაგებას. ფეხბურთია ხან ისე იქნება ხანაც პირიქით. თქვენმა "დიდებულმა" რონალდომაც წააგო პატარა ბიჭებთან მარა აყაყანდით ჭაობიდან????? არა მესის ჯინი გჭირთ, თქვე მართლა უსახურებო და საცოდავებო. ფეხბურთის გაგეგებაში არა ხართ და მოკეტეთ მაინც.
luka
25 მაისი 2019 10:47
6
მესის ვულოცავ ოქროს ბუცს...მაშინ ქამ ბექი იყო ეგრედწოდებული პსჟ 6-1 ბარსელონასი და ეხლა არ იყო ლივერპულის ან შარშან რომასი რატომ არ ხართ ობიექტურები...რატომ 6-1 არ იძახით გაყიდული იყოვო მითუმეტეს სუარესი ეპიზოდი პენალტი არ იყო ჩაყვინთა თავის საფირმო ნახტომით და კავანის დიმარიას 100% მომენტები....ნუ გინდათ თავი დაიმშვიდოთ ვერ ითამაშეს და წაგეს აბსოლიტურად დამსახურებულად რომასთანაც და ლივერპულთანაც გაყიდული არა კიდევ იქნებ მაკლიერის სახელიც იცით....
სიმართლე 100%
25 მაისი 2019 10:22
2
მისტიკა ის არის ,რომ ყველაზე მთავარ თამაშებს ვერ თამაშობ.ასევეა ნაკრებში.აბა 2014ში იმ გერმანიის ნაკრებთან მსოფლიოზე წაგება როგორ შეიძლებოდა.სწორედ მაგით გჯობს კრიშტიანო,რომელსაც სასწაულების მოხდენა შეუძლია, შენ კი ვერა.სწორედ იუვეს ალეტიკოსთან მოგება იყო მისტიკა.
ამაშია საქმე
25 მაისი 2019 10:20
15
ამაშია საქმე---- რონალდომ, რომ წააგო სამარცხვინოდ აიაქსთან და ჩასვრილი გამოვარდა ლიგიდან თუ აკრიტიკებდი? მესიზე, რომ ხარ ჩაციკლული სამუდამოდ.
koba
25 მაისი 2019 11:30
2
იუვე-ატლელიკოს შეხვედრაში, ბერნარდესკიმ და მატუიდმა შეჭამეს ატლეტები და თამაშიც მოიგეს... ეგეთი ხელშეწყობა რომ ჰქონოდა მესის, ნახავდი რაში იქნებოდა საქმე... :)
არ ყოფილა მაგაში საქმე
25 მაისი 2019 10:38
5
თუ თამაში გაყიდა ბარსამ მაშინ სამარცხვინოა და არადროს არ უნდა ეპატიოს არავის არც მესის და არც სხვას და მისტიკას ნუ აბრალებ ბატოო მესი.. ეს თამაში უნდა გამოიძიოს შესაბამისმა სამსახურებმა და ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს მესის თამადობით და ყველა ტიტული და ჯილდოც უნდა წართვა ყველას და უნდა აყრყუტო ვირის აბანოში..
rembo
25 მაისი 2019 09:58
4
რემბო, ვირის აბანო შენ უფრო მოგიხდება!
kako
25 მაისი 2019 11:07
4
ბარსას ფანებო მესის ცუდი თამაში გინდათ გაამართლოთ თამაშის გაყიდვით და იმასაც ვერ ხვდებით რომ ეს კრიმინალია.გამოგყავთ რომ ნამდვილი გაუმაძღარი არაკაცია.თან ოქროს ბურთი გინდათ.გაიგეთ რომ ჩ.ლ.-ის მოგების და ნაკრებში კარგად თამაშის გარეშე,მხოლოდ იმიტომ რომ ვარსკვლავებით გადადატენილ ბარსასთან ერთად ესპანეთში იგებთ ოქროს ბურთს ვერ მოიგებს,მითუმეტეს თუ თამაშებს ყიდის.
მეცოდებით
25 მაისი 2019 09:29
6
შენ უფრო ხარ საცოდავი, შენი საცოდავი კომენტარებით. ერთში ვრწმუნდებით ბარსას და ლეოს ბალელშიკები, რომ მესიმ მაგრად გაგაგიჟად ყველა ანტი მესები.
10
25 მაისი 2019 14:29
3
ყველამ ეგ პირები გამოირეცხეთ, როცა მესის აკრიტიკებთ! შეიგნეთ ერთხელ და სამუდამოდ პროფესორებო, რომ ყველაზე ძალიან ლეოს უნდოდა გამარჯვება! რა ქნას ერთმა მესიმ, როცა თანაგუნდელები არ უბავენ მხარს თამაშის დროს. მართლა უკვე შეჭამეთ ტვინი ყველამ, ერთი ფეხი დაუცდება მესის და ყვავებივით დასჩხავით, ვინ ხართ ბოლოსდაბოლოს, გეყოთ! შევარცხვინე თქვენნაირი ვაი "ქომაგები". აბა ამ კომენტარის მერე მოიქავეთ ეგ გრძელი ენები, ვაი პროფესორებო. წადით და ეგ თქვენი თავები აკრიტიკეთ სანამ არ მოგბეზრდებათ.
????
25 მაისი 2019 09:27
6
ძალიან არ მჯერა შეთქმულების თეორიების,სპორტი სპორტია,გუნდი ერთი მთლიანი ორგანიზმი,ამდენი ხანი გავიდა ლივერპულის თამაშიდან და სულ ვფიქრობ ესეთი რამეები ზედიზედ არ ხდება,შარშან და წელს ზღაპრულ ფორმაში მყოფმა ბარსამ,ზღაპრული პირველი ჩატარებული მატცების შემდეგ როგორ შეძლო და ასეთი მეორე მატჩი ითამაშა.,ჩემთვის ეს წარმოუდგენელია და ძალიან მიჭირს შევედავო იმ ბიჭებს ვინც ჩაწყობილ თანაშებზე ლაპარაკობს.1982 წ ბარსას ფანი ვარ და სულ ვიქნები,პელეს თამაში არ მახსოვს,კრუიფის ნაკლებად და ვიტყვი,რომ ეს "არანორმალური"ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესოა.ხოლო ამ ეპოქას ფეხბურთში აუცილებლად დაერქმევა მესისა და რონალდოს ეპოქა.
sake
25 მაისი 2019 09:20
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული