ლონდონის "ტოტენჰემის" თავდამსხმელის, ჰარი კეინის განცხადებით, ის მზად არის, ჩემპიონთა ლიგის ფინალში ხვალვე ითამაშოს - ამის შესახებ ინგლისელმა ფეხბურთელმა ჟურნალისტებს განუცხადა.
"ფინალი რომ ხვალ იყოს, სათამაშოდ მზად ვარ. თავს კარგად ვგრძნობ, გუნდს დავუბრუნდი და პრობლემები არ მაქვს. მწვრთნელი მაკვირდება და გადაწყვეტილებას ის მიიღებს. მე კი მზად ვარ", - ციტირებს კეინის სიტყვებს Guardian-ი.
ინგლისელმა თავდამსხმელმა ტრავმა "მანჩესტერ სიტისთან" ნახევარფინალურ მატჩში მიიღო.
ინგლისელმა თავდამსხმელმა ტრავმა "მანჩესტერ სიტისთან" ნახევარფინალურ მატჩში მიიღო.
ჩემპიონთა ლიგის ფინალი პირველ ივნისს გაიმართება, სადაც ლონდონის "ტოტენჰემი" "ლივერპულს" დაუპირისპირდება.