ხავიერ ტებასი: ჩემპიონთა ლიგის რეფორმით მხოლოდ პრივილეგირებული კლუბები ისარგებლებენ

AutoSharing Option
ლა ლიგის პრეზიდენტი ხავიერ ტებასი საკმაოდ ჭკვიანი და მეურნე კაცია, იცის, რა საფრთხის შემცველია ჩემპიონთა ლიგის რეფორმა ესპანეთის და სხვა ქვეყნების ლიგებისთვის და ამის წინააღმდეგ გაილაშქრა. ყურადღებით წაიკითხეთ.

"ამისათვის სასამართლოებია საჭირო. როდესაც რაღაცაზე ორი მხარე დავობს, საქმე აუცილებლად სასამართლომდე მიდის.

არა მგონია, ცვლილებები მოხდეს. ორი კლუბის გარდა ლა ლიგაში ყველანი ახალი ფორმატის წინააღმდეგნი ვართ.

ძნელი იქნება ისეთი ფორმატის შექმნა, რომელიც ევროპის წამყვანი ლიგების ინტერესებს ეწინააღმდეგება. ამასთან, სხვა ლიგებიც კი ამის წინააღმდეგნი არიან.

მართლაც, ევროტურნირებზე მეტი თანხების გამომუშავება გახდება შესაძლებელი, რადგან
დამატებითი ფული გამოჩნდება და ეს ფული შიდა ჩემპიონატებიდან გადმოიქაჩება. ამით მხოლოდ 18 ან 20 პრივილეგირებული კლუბი მოიგებს, დანარჩენთა შემოსავალი კი შემცირდება.

საშუალო ან ხანგრძლივვადიან პერსპექტივაში პრივილეგირებული კლუბებიც დაზარალდებიან.

ცვლილებები არ იქნება. ხალხი ფიქრობს, რომ ცვლილებები ყოველთვის უკეთესია. ეს ცვლილებები პრივილეგირებულებს ახეირებს, ხოლო დანარჩენებს - აზარალებს", - განუცხადა ტებასმა BBC-ს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
123-ის. ტვინი კაი რამეა, ხანდახან შესაძლებელია მისი გამოყენება კიდეც
superman
10:29 31-05-2019
0
როცა რაღაცაზე მიდის ლაპარაკი, ეს ესპანელები რას გამოცვივდებიან ხოლმე, ფეხბურთი ინგლისელებმა შექმნეს, წესები მაინც და ინგლისს უფრო დიდი ხმა აქვს ვიდრე ესპანეთს, იტალაის და სხვა საფეხბურთო ქვეყნებს.
15

სიახლეები პოპულარული