საფეხბურთო კლუბი "ლივერპული" გუშინ, თბილისის დროით დაახლოებით 20:00 საათზე მშობლიურ ქალაქში ჩაფრინდა. გუნდი მადრიდიდან გამარჯვებული დაბრუნდა და თან ჩემპიონთა ლიგის თასი ჩაიტანა.
ლივერპულის პოლიციიის მონაცემებით, ქალაქის ქუჩებში მილიონზე მეტი ადამიანი იყო გამოსული.
კლუბის ავტობუსმა მთელი ქალაქი შემოიარა და ბევრი ლამაზი კადრი დარჩა საფეხბურთო ისტორიას.
ადამიანებმა კიდევ ერთხელ აჩვენეს, თუ როგორ უყვართ ფეხბურთი ინგლისში და რამდენს ნიშნავდა ლივერპულისთვის ეს გამარჯვება.