მიშელ პლატინი: პუიოლი რომ ჰყოლოდა, "ბარსელონა" "ლივერპულთან" 0:4-ით არ დამარცხდებოდა

AutoSharing Option
უეფას ყოფილი პრეზიდენტის, მიშელ პლატინის აზრით, კარლეს პუიოლთან ერთად "ბარსელონა" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში "ლივერპულთან" არ დამარცხდებოდა.

"დარწმუნებული ვარ, პუიოლი "ბარსელონაში" რომ ყოფილიყო, "ლივერპულთან" 0:4-ს არ წააგებდნენ. ამ გუნდს ახლა ასეთი ფეხბურთელი აკლია, რომელიც თანაგუნდელებს მოშვების უფლებას არ მისცემდა.

შესანიშნავი მცველი იყო. ჰკითხეთ რონალდოს და სხვა შესანიშნავ ფეხბურთელებს, რომელთაც მის წინააღმდეგ უთამაშიათ.

ის "ბარსას" აღზრდილი იყო და გუნდის სულს გრძნობდა, ისევე, როგორც ფრანკო ბარეზი და პაოლო მალდინი "მილანში", მარკო ტარდელი და ჯორჯო კიელინი "იუვენტუსში", - ციტირებს პლატინის "მუნდო დეპორტივო".

მკითხველის კომენტარები / 12 /
აბიდალიც რომ Yოლოდა ალბას მაგივრად მაშინაც არ დამარცხდებოდა.
sdfffff
14:32 05-06-2019
2
აჯობებდა მესის მაგივრად მარადონა ყოლოდათ და ჩ.ლ-საც მოიგებდნენ.არგენტინის ნაკრები 2014-ში ფინალში გერმანიას უეჭველად მოუგებდა და სხვა.
უფრო მაგარი ნატვრა
15:08 04-06-2019
15
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული