სამი პენალტი და "აიაქსმა" "პაოკი" დაამარცხა

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის გასული სეზონის ნახევარფინალისტმა "აიაქსმა" ამ ტურნირის მიმდინარე გათამაშების მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე "პაოკს" სძლია.

პირველი მატჩი სალონიკში 2:2 დასრულდა, ამსტერდამში კი მასპინძლებმა 3:2 იმარჯვეს და გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდნენ.

აღსანიშნავია, რომ ინგლისელმა მსაჯმა კრეიგ პოუსონმა სტუმართა კარში სამი პენალტი დანიშნა. სამივე მასპინძელთა გუნდის ახალმა კაპიტანმა დუშან ტადიჩმა შეასრულა. პირველი მეკარემ აუღო, დანარჩენი ორი კი გამოიყენა.

ამსტერდამი. "იოჰან კრუიფი"
აიაქსი - პაოკი 3:2
გოლები: 0:1 ბისევარი (23), 1:1 ტადიჩი (43, პენ), 2:1 ტალიაფიკო (79), 3:1 ტადიჩი (84, პენ), 3:2 ბისევარი (90+4)
გამოუყენებელი პენალტი:
ტადიჩი (32)
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 3 /
კრასნოდარზე რატომ არ წერთ? პორტუს რო გასცდა და დრაგაუზე 3 გაუტანა? თუ მარტო ისტერიული სტატიების წერა შეგიძლიათ თუ რატომ ჩვენი ტალანტები მიდიან რუსეთში და იფუჭებენ კარიერას...აი შეხედეთ ეა დონის ჩემპიონატი აქვთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ ჩვენი ფეხბურთელებისთვის წინსვლაა რუსეთის პრემიერლიგაში გადასვლა.
Vakhtang Lobzhanidze
08:41 14-08-2019
18
ვახტანგ ლობჟანიძე...100%!
გივი-გია
11:06 14-08-2019
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული