20 აგვისტოს ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის პირველი რაუნდის სამი მატჩი გაიმართა.
გათამაშების შარშანდელი ნახევარფინალისტი "აიაქსი" ნიქოზიაში "აპოელს" დაუზავდა (0:0).
სტუმრები ტერიტორიულ უპირატესობას კი ფლობდნენ, მაგრამ სხვა მხრივ, მეტოქე ვერაფრით ვერ დაჯაბნეს დ ფრეს დასჯერდნენ, თუმცა მათთვის საპასუხო შეხვედრის წინ ეს უკვე საკმაო ფორა გახლავთ.
მსაჯმა მე-80 წუთზე მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და გააძევა ამსტერდამული გუნდის მცველი მაზრაუი.
პრაღის "სლავიამ" რუმინეთში 1:0 მოუგო "კლუჟს". მასოპუსტმა საოცარი გოლი გაიტანა - კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთს ჰაერში დაარტყა და საჯარიმოს გარედან
შეაგდო.
ხოლო "ბრიუგემ" ავსტრიაში პენალტით 1:0 სძლია "ლასკს".
დღეს, 21 გვისტოს, პლეი-ოფის კიდევ სამი მატჩი ჩატარდება:
დინამო (ზ) - რუსენბორგი
იანგ ბოიზი - ცრვენა ზვეზდა
ოლიმპიაკოსი - კრასნოდარი