"იანგ ბოიზთან" ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის განმეორებითი მატჩის წინ "ცრვენა ზვეზდას" გულშემატკივრებმა სტადიონთან საბჭოთა ტანკი T-55 მიიყვანეს.
ინციდენტის ადგილას პოლიცია მივიდა, მაგრამ სისხლის სამართლის საქმე არ აღძრა, რადგან ტანკს საბრძოლო მასალები არ აქვს და სამხედრო ტექნიკას არ წარმოადგენს.
ტანკზე კლუბის ემბლემაა გამოსახული და ულტრასების გაერთიანების სახელი აწერია - "ჩრდილოეთის არმია".
ტანკი გულშემატკივრებს ერთი კომპანიის მფლობელმა აჩუქა, რომელმაც შეიარაღებული ძალებისგან შეიძინა.