მარკო როისი: საუზმობისას გადავწყვიტეთ, რომ ჯგუფში "ბარსელონა" გვინდოდა

AutoSharing Option
დორტმუნდის "ბორუსიას" კაპიტანმა მარკო როისმა კომენტარი გააკეთა ჩემპიონთა ლიგის წილისყრასთან დაკავშირებით.

"დილით გუნდის რამდენიმე წევრი საუზმობისას ვსაუბრობდით და შევთანხმდით, რომ ჩვენს ჯგუფში "ბარსელონას" ყოფნა გვინდოდა.

გასაოცარია, რომ ეს მართლა მოხდა. ეჭვგარეშეა, სასწაულად რთულ ქვეჯგუფში მოვხვდით. ჩვენ იმ გუნდებს შევხვდებით, რომლებთანაც უკანასკნელ წლებში არ გვითამაშია.

"ბარსელონასთან" გამართული შეხვედრები ჩვენთვის და ჩვენი გულშემატკივრებისთვის წვეულების ატმოსფეროს შექმნის. ჩვენ საკუთარი ძალების გვჯერა და მიზნად მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გასვლა გვაქვს", - განაცხადა მარკო როისმა.

ჯგუფურ ეტაპზე დორტმუნდის "ბორუსია" "ბარსელონას", მილანის "ინტერსა" და პრაღის "სლავიას" შეხვდება.
გასულ სეზონში დორტმუნდელები ჯგუფში "ატლეტიკოსთან", "ბრიუგესა" და "მონაკოსთან" იყვნენ და პირველი ადგილი დაიკავეს 13 ქულით. შემდეგ კი, 1/8-ფინალში ლონდონის "ტოტენჰემთან" ორ მატჩში 0:4 დამარცხდნენ.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული