ჩემპიონთა ლიგა. I ტური: "ლივერპული" ნეაპოლში დაეცა, "ბარსელონა" ტერ შტეგენმა გადაარჩინა [VIDEO]

AutoSharing Option
17 სექტემბერს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი დაიწყო. დაიწყო ორი დიდი მატჩით - "ნაპოლიმ" სახლში "ლივერპულს" მოუგო, ხოლო "დორტმუნდისა" და "ბარსელონას" შეხვედრა უგოლოდ დასრულდა.

E ჯგუფი
"ნაპოლიმ" ბოლოსკენ გატეხა "ლივერპული". ჯერ კალეხონის მიერ გამომუშავებული თერთმეტმეტრიანი მერტენსმა გამოიყენა, რომელსაც კონტრაქტს არ უგრძელებენ და გუნდის გამოცვლას აპირებს, შემდეგ კი მეორე გოლი "წითლებს" ვეტერანმა ლორენტემ კომპენსირებულ დროში გაუტანა.

"ლივერპული" უკანასკნელი 25 წლის განმავლობაში პირველი გუნდია, რომელმაც ტურნირის მოგების შემდეგ პირველივე შეხვედრა წააგო.

ნეაპოლი. "სან პაოლო". 38 878 მაყურებელი
ნაპოლი - ლივერპული 2:0
გოლები: 1:0 მერტენსი (82,
პენ), ლორენტე (90+2)



"ზალცბურგმა" პირველივე ტაიმში მოუთავა საქმე "გენკს". ჩემპიონთა ლიგაზე სადებიუტო მატჩში ჰეთ-თრიკი 19 წლის ნორვეგიელმა ჰოლანდმა შეასრულა.

ზალცბურგი. "რედ ბული". 29 520 მაყურებელი
ზალცბურგი - გენკი 6:2
გოლები: 1:0 ჰოლანდი (2), 2:0 ჰოლანდი (34), 3:0 ხვან ხი ჩხანი (36), 3:1 ლუკუმი (40), 4:1 ჰოლანდი (45), 5:1 სობოლაი (45+2), 5:2 სამატა (52), 6:2 ულმერი (66)


F ჯგუფი
"დორტმუნდმა" საკუთარ მოედანზე ვერ მოახერხა "ბარსელონას" ძლევა.  ჟორდი ალბამ ტრავმა მიიღო და მე-40 წუთზე სერხი რობერტომ შეცვალა. 57-ე წუთზე საჯარიმოში სემედომ სანჩო წააქცია, როისის დარტყმული პენალტი კი ტერ შტეგენმა მოიგერია. გერმანელმა მეკარემ ტურნირზე 6-დან 4 თერთმეტმეტრიანი მოიგერია და ამ მაჩვენებლით "შახტარელ" პიატოვს გაუთანაბრდა.

მე-60 წუთზე 16 წლის ფატის ნაცვლად შეცვლაზე მესი შევიდა, რომელმაც ამ სეზონში პირველი შეხვედრა ჩაატარა. დარჩენილ დროში მასპინძლები ბევრს უტევდნენ. როისმა კარგი შანსი ვერ გამოიყენა, ხოლო შეცვლაზე შესულმა ბრანდტმა ბურთი ხარიხას გაარტყა. ბოლოს მესიმაც ვერ გამოიყენა გოლის გატანის შესაძლებლობა და 0:0.

დორტმუნდი. "სიგნალ იდუნა პარკი". 66 099 მაყურებელი
დორტმუნდი - ბარსელონა 0:0
გამოუყენებელი პენალტი: როისი (57)



მილანი. "სან სირო". 50 128 მაყურებელი
ინტერი - სლავია 1:1
გოლები: 0:1 ოლაიანკა (63), 1:1 ბარელა (90+2)


G ჯგუფი
"ლიონმა" ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ მეექვსე საშინაო მატჩი დაასრულა ფრედ, რაც ამ ტურნირზე არასოდეს არ მომხდარა.

ლიონი. "გრუპამა". 47 201 მაყურებელი
ლიონი - ზენიტი 1:1
გოლები: 0:1 აზმუნი (41), 1:1 დეპაი (51, პენ)


ლისაბონი. "და ლუში". 46 460 მაყურებელი
ბენფიკა - ლაიპციგი 1:2
გოლები: 0:1 ვერნერი (69), 0:2 ვერნერი (79), 1:2 სეფეროვიჩი (84)


H ჯგუფი
"ლილთან" მატჩში ანგარიში "სევილიადან" "აიაქსში" გადასულმა პრომესმა გახსნა, რომელმაც თავის ახალ გუნდში პირველი გოლი გაიტანა. მეორე ტაიმში მასპინძლებმა კიდევ 2 გოლი გაიტანეს და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს.

ამსტერდამი. "იოჰან კრუიფი". 52 840 მაყურებელი
აიაქსი - ლილი 3:0
გოლები: 1:0 პრომესი (18), 2:0 ალვარესი (50), 3:0 ტალიაფიკო (62)

ჩემპიონთა ლიგაზე სადებიუტო მატჩის მე-16 წუთზე ტრავმა მიიღო "არისტოკრატების" ნახევარმცველმა მაუნტმა და შეცვალეს. გამარჯვების გოლი როდრიგომ გაიტანა. ბარკლის შეეძლო "არისტოკრატებისთვის" ფრე მოეპოვებინა, მაგრამ თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა.

ლამპარდი "ჩელსის" პირველი მწვრთნელია, რომელმაც ტურნირზე სადებიუტო შეხვედრა წააგო.


ლონდონი. "სტემფორდ ბრიჯი". 39 469 მაყურებელი
ჩელსი - ვალენსია 0:1
გოლი: როდრიგო (74)
გამოუყენებელი პენლტი: ბარკლი (87)


მკითხველის კომენტარები / 6 /
ყოჩაღ ნაპოლი? ის გაუვალი აყლაყუდა ვან დეიკი სად იყო?
2
:)) ნაპოლი-ლივერპული.გუშინდხელი მატჩი მაყურებლისთვის გრანდიოზული მოვლენა უნდა ყოფილიყო,მაგრამ "სან პაოლოს" ტრიბუნები ჩემდა გასაკვირად სულ ცარიელი იყო.ნაპოლიმ 2-0 კი გაიმარჯვა ლივერპულთან(წელს მაისში,ჩემპიონთა ლიგის 2018-2019 გათამაშების ნახევარფინალურ მატჩში ბარსსელონას ანგარიშით 4-0 ზე "დამმარცხებელ",უსალაჰოდ და რიგი წამყვანი ფეხბურთელების ამ მატჩში თამაშის გარეშე?),მსოფლიო საკლუბო ფეხბურთის "უპირობო და უდავო ლიდერთან",მაგრამ ვაი ამისთანა გამარჯვებას.პირველი გოლი ხომ აშკარა ოფსაითიდან გავიდა,მეორე გოლს რაც შეეხება ყველაფერი ისე მოხდა-სოფლის გუნდების თამაშის დროს მსაჯი არარსებულ პენალტს რომ დანიშნავს,მასპინძელი გუნდის სასარგებლოდ.ისმის კითხვა-მთელ მსოფლიოს საზოგადოებას ასე აშკარად,თვალებში ნაცარს რატომ გვაყრიან? იმიტომ რომ ფული წყვეტს ყველაფერს ბიძიკო! ხალხი თუ არ მოვიდა სტადიონზე ფეხბურთის თამაშის საყურებლად,UEFA-ს მაღალჩინოსნებს ხომ მოკლავთ ერთი ადგილის ფხანა.
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული