"რეალს" პსჟ-სთან მატჩში ძირითადის 5 ფეხბურთელი არ ეყოლება

AutoSharing Option
მადრიდის "რეალმა" პსჟ-სთან ჩემპიონთა ლიგის მატჩისთვის განაცხადი გამოაქვეყნა.

განაცხადში არ არიან ნაჩო და სერხიო რამოსი, რომლებსაც დისკვალიფიკაცია აქვთ.

გარდა ამისა, არ არიან მარსელო, ისკო და ლუკა მოდრიჩი - სამივე ტრავმირებულია. სამაგიეროდ, განაცხადში მოხვდნენ გარეთ ბეილი, ედენ აზარი და ხამეს როდრიგესი.

პსჟ-სა და "რეალს" შორის მატჩი 18 სექტემბერს გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული