ჩემპიონთა ლიგაზე, სტუმრად "დორტმუნდთან" ჩატარებული მატჩი (0:0), "ბარსელონას" მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ მოკლედ და ობიექტურად შეაფასა.
"შედეგი ისეთია, როგორიც არის. გაგვიჭირდა. მეტოქემ უფრო მეტი სახიფათო მომენტი შექმნა.
ტერ შტეგენი შესანიშნავი იყო. ჩინებული მეკარე გვყავს და გუნდისთვის ძალიან დიდი სარგებელი მოაქვს. სწორედ მისი დამსახურებაა, რომ შეხვედრის მძიმე პერიოდი გადავლახეთ.
მესის წინასასეზონო შეკრება არ გაუვლია, მხოლოდ 4-5 ვარჯიში ჩაატარა. საკმაოდ კარგად ითამაშა", - ციტირებს ვალვერდეს El Chiringuito.