ერნესტო ვალვერდე: გაგვიჭირდა - შესანიშნავი მეკარე გვყავს

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგაზე, სტუმრად "დორტმუნდთან" ჩატარებული მატჩი (0:0), "ბარსელონას" მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ მოკლედ და ობიექტურად შეაფასა.

"შედეგი ისეთია, როგორიც არის. გაგვიჭირდა. მეტოქემ უფრო მეტი სახიფათო მომენტი შექმნა.

ტერ შტეგენი შესანიშნავი იყო. ჩინებული მეკარე გვყავს და გუნდისთვის ძალიან დიდი სარგებელი მოაქვს. სწორედ მისი დამსახურებაა, რომ შეხვედრის მძიმე პერიოდი გადავლახეთ.

მესის წინასასეზონო შეკრება არ გაუვლია, მხოლოდ 4-5 ვარჯიში ჩაატარა. საკმაოდ კარგად ითამაშა", - ციტირებს ვალვერდეს El Chiringuito.

მკითხველის კომენტარები / 3 /
მე, რომ ბარსელონაში ვცხოვრობდე აუცილებლად შევკრებდი უამრავ ქომაგებს და გავაპროტესტებდი ამ უსახურ ფორმებს და სკანდირებით შევაწუხებდი იმ სპონსორებს ვინც უმზადებს ამ უგემოვნო ფერის ფორმებს. ჩვენი ძირითადი მოთხოვნა იქნებოდა დააბრუნეთ ბარსას ტრადიციული ფერის ფორმები. ბარსა როცა შეიცვლის ფორმებს ვეღარ აღვიქვამ, თუ ეს ბარსაა, და სიმართლე გითხრათ თამაშებიც არ გამოსდით. არ ვიცი ეს დამთხვევაა თუ არა ვერ გეტყვით. ბარსა მიყვარს ბორდოსფერ და ლურჯ ფორმებით როცა გამოდიან. ვინც ჩემნაირად ფიქრობს გამომეხმაურეთ.
ლუკა
12:14 18-09-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული