მარკ-ანდრე ტერ შტეგენი: ხალხმა იცის, რაც შემიძლია

AutoSharing Option
"დორტმუნდთან" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩი (0:0) მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა დიდებულად ჩაატარა, პენალტიც მოიგერია და "ბარსელონას" ქულა მოუპოვა. ის თვლის, რომ ამჟამად მანუელ ნოიერზე უკეთ თამაშობს, გერმანიის ნაკრების ნომერი პირველი გოლკიპერი უნდა იყოს და ხალხმა ყველაფერი იცის. მან ამჯერად მხოლოდ განვლილ შეხვედრაზე ისაუბრა.

"ხალხმა იცის, რაც შემიძლია. უბრალოდ, მინდა ჩემს სამუშაოზე სრულიად კონცენტრირებული ვიყო და ჩემი შესაძლებლობების 100% გამოვამჟღავნო. ვფიქრობ, დღეს ამის დემონსტრირება მოვახდინე.

საკმაოდ კარგი შეხვედრა ჩავატარეთ, თუმცა თამაშის გაუმჯობესება გვმართებს. დამსახურებული ქულა ავიღეთ. ახლა ამ დეტალების გაუმჯობესებაზე
ვიმუშავებთ", - განუცხადა ტერ შტეგენმა "მუნდო დეპორტივოს".

მკითხველის კომენტარები / 1 /
ნამდვილად ბრწყინვალე მეკარე ხარ შტეგენ.
2

სიახლეები პოპულარული