"დორტმუნდთან" ჩემპიონთა ლიგის მატჩში (0:0) "ბარსელონას" მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა საოცარი რეაქცია გამოავლინა - მარკო როისის დარტყმული პენალტი მოიგერია, შემდეგ კი ბურთს დაეუფლა. თუმცა იმ მომენტში წესი დაარღვია, რაც რუმინელმა მსაჯმა ოვიდიუ ჰაცეგანმა ვერ შენიშნა.
განვმარტავთ, წესი ასეთია: "ბურთის დარტყმის მომენტში მეკარე ხაზზე ცალი ფეხით მაინც უნდა იდგეს".
როგორც სურათიდან ჩანს, ტერ შტეგენმა წესი დაარღვია და არბიტრს როისისთვის განმეორებით უნდა მიეცა თერთმეტმეტრიანის შესრულების უფლება.
სხვათა შორის, გერმანელმა გოლკიპერმა ტურნირზე 6-დან 4 პენალტი მოიგერია და ამ მაჩვენებლით "შახტარელ" ანდრეი პიატოვს გაუთანაბრდა.
ჩემპიონთა ლიგა. I ტური: "ლივერპული" ნეაპოლში დაეცა, "ბარსელონა" ტერ შტეგენმა გადაარჩინა [VIDEO]