დორტმუნდის "ბორუსიას" ფანებმა "ბარსელონასთან" ჩემპიონთა ლიგის მატჩის დაწყებამდე ბრწყინვალე პერფომანსი მოაწყვეს.
ფანებმა ყვითელი და შავი ფერის პატარა ზომის ქაღალდები ერთდროულად ისროლეს, რითაც "დორტმუნდის" ემბლემა გამოისახა.
შეგახსენებთ, რომ გუნდებს შორის მატჩი უგოლო ფრით დასრულდა.