"მანჩესტერ სიტის" დამრიგებელმა ჩემპიონთა ლიგის 2019/20 წლების სეზონის პირველი გასამართი მატჩის წინ დონეცკის "შახტარის" წინააღმდეგ, პრესკონფერენცია ჩაატარა და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. ერთ-ერთ შეკითხვაზე პასუხის გაცემისას იხუმრა კიდეც.
"შახტარს" უკვე იმდენჯერ შევხვდი, რომ უკრაინაში ბინა ვიყიდე. "ბარსელონასთან", "ბაიერნთან", "სიტისთან" ერთად თითქმის ყველა სეზონში მქონდა თამაში "შახტარის" წინააღმდეგ. ამას უკვე მივეჩვიე და ძალიან მომწონს კიდეც", - განაცხადა მანჩესტერელთა მთავარმა მწვრთნელმა.
დონეცკის "შახტარსა" და "მანჩესტერ სიტის" შორის შეხვედრა დღეს, 18 სექტემბერს გაიმართება. გასაგები მიზეზების გამო თამაში არა დონეცკში, არამედ ხარკოვში ჩატარდება.