კაზემირო: აზარი ცდილობს, მაგრამ ფეხბურთი გოლებია

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ნახევარმცველმა კაზემირომ "ბრიუგესთან" (2:2) ჩემპიონთა ლიგის მატჩში თანაგუნდელის, ედენ აზარის თამაში შეაფასა.

"აზარი ცდილობს, მაგრამ ფეხბურთი გოლებია. ვიცით, რომ ის მსოფლიოს 5 საუკეთესო ფეხბურთელში შედის. ახლა აზარი ადაპტაციის პერიოდს გადის. ეს ნორმალური პროცესია. მას დრო სჭირდება", - თქვა კაზემირომ Goal.com-თან საუბარში.

მიმდინარე სეზონში 28 წლის ბელგიელმა 5 მატჩი ჩაატარა, თუმცა შედეგიანობით არ გამოირჩა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული