მადრიდის "რეალის" ნახევარმცველმა კაზემირომ "ბრიუგესთან" (2:2) ჩემპიონთა ლიგის მატჩში თანაგუნდელის, ედენ აზარის თამაში შეაფასა.
"აზარი ცდილობს, მაგრამ ფეხბურთი გოლებია. ვიცით, რომ ის მსოფლიოს 5 საუკეთესო ფეხბურთელში შედის. ახლა აზარი ადაპტაციის პერიოდს გადის. ეს ნორმალური პროცესია. მას დრო სჭირდება", - თქვა კაზემირომ Goal.com-თან საუბარში.
მიმდინარე სეზონში 28 წლის ბელგიელმა 5 მატჩი ჩაატარა, თუმცა შედეგიანობით არ გამოირჩა.