ლონდონის "ტოტენჰემის" კაპიტანმა უგო ლორისმა მიუნხენის "ბაიერნთან" (2:7) ჩემპიონთა ლიგის მატჩში წაგების შესახებ ისაუბრა.
"ძალიან მეცოდებიან გულშემატკივრები, რადგან ძალიან ადვილად დავნებდით, რის შემდეგაც ანგარიში კიდევ უფრო ცუდი გახდა.
ამ საღამომ ჩვენზე ძლიერად იმოქმედა. ახლა ჩვენი ხასიათი უნდა ვაჩვენოთ და კარგად დავფიქრდეთ.
"ცრვენა ზვეზდასთან" უახლოესი 2 მატჩი კიდევ უფრო პრინციპული ხდება, ქულების დაკარგვა აღარ შეგვიძლია", - თქვა უგო ლორისმა.