ჩემპიონთა ლიგაზე "ოლიმპიაკოსთან" მოგებული მატჩის (3:2) შემდეგ კომენტარი "ბაიერნის" მეკარე მანუელ ნოიერმა გააკეთა.
"ისევ გავირთულეთ საქმე, არ ვიყავით თავდაჯერებულნი. მუშაობის გაგრძელება და ანალიზი გვჭირდება. აუცილებელია ვნახოთ, რა გვაქვს გამოსასწორებელი.
პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ მოსაგებად 3 გოლის გატანა გვჭირდება, რადგან 2-2 გოლს ვუშვებთ", - განუცხადა ნოიერმა უეფას საიტს.
ჩემპიონთა ლიგა. III ტური: კროოსმა ზიდანი გადაარჩინა, დიბალამ - "იუვენტუსი", პსჟ შეუჩერებელია [VIDEO]